პოლ სკარონი – „ეპიზოდი”
რევმატიზმის საშინელი დაავადებით დასნეულებულ სახელოვან ფრანგ რომანისტსა და დრამატურგს, აბატს – პოლ სკარონს (1610-1660 წლები), რომელიც სახელმწიფოსაგან ყოველთვიურად იღებდა პენსიას 1 500 ლივრის ოდენობით, და რომელსაც „მახვილსიტყვიერების მეფედ” მოიხსენიებდნენ, დედოფალ – ანა ავსტრიელის უშუალო ბრძანების საფუძველზე დახმარება შემდეგი სიტყვების თანხლებით მოუხსნეს: „სახელმწიფოს უკვე აღარ აქვს ფული აბატ სკარონისთვისო”.
(სახელგანთქმულ ლიტერატორს პენსია თვით დედოფალმა – ანა ავსტრიელმა დაუნიშნა, თუმცა მანვე მოუხსნა მოგვიანებით იგი, რიგი მიზეზების გამო).
ეს ამბავი ელვის სისწრაფით იქნა გავრცელებული ჰიუგოს მიერ „მთელი ქვეყნის მისაბაძ ქალაქად” წოდებულ პარიზში.
„ – მაშ ასე, ჩემო ძვირფასო აბატო. გაღარიბდით? – პენსიის გაუქმების დღესვე ჰკითხა ლიტერატორს მადმუაზელ პოლემ.
- სამაგიეროდ, ახლა სახელმწიფოა მდიდარი. უნდა შეგვეძლოს სამშობლოსათვის მსხვერპლის გაღებაო”. – ასეთი იყო მრავლისმეტყველი პასუხი დასმულ შეკითხვაზე თავისი სარკაზმითა და ცინიზმით ცნობილი სკარონისა. – (ავტორი გენია.ჯი)