დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
აზიის რიგ ქვეყნებში სპორტის „ერთ-ერთი გუნდური” სახეობა იმთავითვე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მაგალითად, მიანმარში „იგი” მომავლის განჭვრეტის (წინასწარმეტყველების) ერთგვარი ფუნქციითაც არის აღჭურვილი: მოედანზე გადის ორი გუნდი, რომელთაგანც ერთი – „ხანგრძლივ წვიმებს” განსახიერებს, ხოლო მეორე კი – „ხანგრძლივ გვალვებს”. მიანმარელთა რწმენით, იმ შემთხვევაში, თუ პირველმა გაიმარჯვა, ქვეყანას წვიმების სეზონი მოიცავს და პირიქით. ასეთივე დიდი პოპულარობით სარგებლობს „ეს” სპორტული სახეობა კონტინენტური ჩინეთის მახლობლად განთავსებულ კუნძულ – ტაივანზეც, სადაც „იგი” სასკოლო პროგრამაშიც კია შეტანილი. დაასახელეთ, რომელი გუნდური სპორტული სახეობაა შეტანილი ტაივანის საგანმანათლებლო პროგრამაში?! – (ავტორი გენია.ჯი)