ალექსანდრე სტახანოვი – „ეპიზოდი”
1935 წელს ორლოვის გუბერნიაში მაცხოვრებელმა მაღაროელმა – ალექსანდრე სტახანოვმა (1906-1977 წლები) ცვლაში სარეკორდო რაოდენობის – 102 ტონა ქვანახშირი მოიპოვა, რაც თავის მხრივ, 14-ჯერ აღემატებოდა ნორმას. შედეგად, სტახანოვი სოციალისტური შრომის ორდენით იქნა დაჯილდოვებული, ხოლო მისი სახელი კი საბჭოთა პროპაგანდამ საქვეყნოდ გახადა ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი) ბუნებრივია, ასეთი ამბავი ქვეყნის ცენტრალურ გაზეთში – „პრავდაში”-ც უეჭველი ჰპოვებდა ასახვას („პრავდა” – სიმართლე”) და აკი ჰპოვა კიდეც: მასში საკმაოდ დიდი სტატია დაიბეჭდა სტახანოვის მიერ ჩადენილი „გმირობის” შესახებ. თუმცა, გაზეთის რედაქციამ სტატიის გამოქვეყნების დროს ერთი უნებლიე შეცდომა დაუშვა: სტახანოვის ნამდვილი სახელი – „ანდრეი” გახლდათ, გაზეთში კი იგი – „ალექსანდრეთი” იყო მოხსენიებული. აღნიშნული ინფორმაცია, რაღა თქმა უნდა, ცნობილი გახდა საბჭოთა ბელადის – სტალინისთვისაც. „გაზეთ „პრავდა”-ში („სიმართლე”-ში) შეუძლებელია ტყუილი დაიბეჭდოსო”, – განაცხადა სტალინმა, რითაც ფაქტობრივად, ერთგვარი „განაჩენი” გამოუტანა სტახანოვს, რადგან მას შემდეგ ანდრეი სტახანოვს, ყველა – ალექსანდრე სტახანოვის სახელით მოიხსენიებდა. ასე გახდა ანდრეი – ალექსანდრე. – (ავტორი გენია.ჯი)