იცით თუ არა, რომ?!
1. მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ფრანგ თვალმარგალიტს – ალექსანდრე დიუმას, კავკასიაში მოგზაურობის ჟამს მწვადი დააგემოვნებინეს, რამაც იგი იმდენად აღაფრთოვანა, რომ პარიზში დაბრუნებისთანავე ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქალაქში – პირველი „სამწვადე” გახსნა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ვაშინგტონის ცენტრში განთავსებულ აშშ-ის საპრეზიდენტო რეზიდენციაში – „თეთრ სახლში”, ელექტროობა პირველად 1891 წელს გაიყვანეს. 1926 წელს „თეთრ სახლში” პირველი მაცივარი დადგეს, ხოლო 1933 წელს პირველად დაამონტაჟეს კონდენციონერები.
* * *
3. საყოველთად ცნობილ ანტიკური ხანის ქალაქ პომპეიში, რომელიც ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევას ემსხვერპლა, ტრაგედიის მომენტში 20 000 მოსახლე ცხოვრობდა. ვულკანის ამოფრქვევას ქალაქის მოსახლების 10% ანუ 2 000 მოსახლე ემსხვერპლა.
* * *
4. უოლტ დისნეისა და „პლეიბოის” მშობლიურ ქალაქ ჩიკაგოში უნივერსიტეტი 1890 წელს იქნა დაფუძნებული. მისი თანამშრომლებიდან და ყოფილი სტუტენტებიდან – 89 ადამიანი ნობელის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი გახდა.
* * *
5. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და საყოველთაოდ ცნობილი აუქციონი – „სოთბი”, დაარსებული იქნა ლონდონში 1744 წლის 11 მარტს. მისი პირველი მფლობელი ლონდონში წიგნებით მოვაჭრე – სემიუელ ბეიკერი გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საბჭოთა გენსეკი – ლეონიდ ბრეჟნევი, ხოკეის თავგადაკლული ფანი იყო.
* * *
7. „მამლების ორთაბრძოლა”, რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა XIX საუკუნის ინგლისში, დედოფალი ვიქტორიას ბრძანების საფუძველზე იქნა აკრძალული.
* * *
8. ყველასათვის მოულოდნელად, 1896 წელს ათენში გამართული ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, 40 კილომეტრიანი მარათონი ეროვნებით ბერძენმა ფოსტალიონმა – სპირიდონ ლუისმა მოიგო.
* * *
9. ნიგერიაში მაცხოვრებელ – იორუბას ხალხში ერთი უცნაური ტრადიციაა გავრცელებული. იმ შემთხვევაში, თუ ქალმა ტყუპები შვა, უფროს დედმამიშვილად ის კი არ მიიჩნევა, ვინც პირველი დაიბადა, არამედ ის, ვინც ბოლოს მოევლინა ქვეყნიერებას.
* * *
10. უელსში ყველაზე ფართოდ გავრცელებული გვარია – ჯონსი. – (ავტორი გენია.ჯი)