ჯეიმზ I სტიუარტი – „ეპიზოდი”
მდინარე – ტემზა, რომელიც ლონდონს ორ ნაწილად ჰყოფს და, რომლის სიგრძე 330 კილომეტრს არ აღემატება, ქალაქის მაცხოვრებლებისათვის იმთავითვე უდიდესი დანიშნულების მატარებელი იყო. XVII საუკუნეში ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე – ჯეიმზ I სტიუარტი (1566-1625 წლები) დიდი ფინანსური სიძნელეების წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც მონარქმა ლონდონის მუნიციპალიტეტს იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა – 20 000 ფუნტი-სტერლინგის გამოყოფის თხოვნით მიმართა. ქალაქის თვითმართველობამ ჯეიმზის თხოვნას იგნორირება გაუკეთა და ფინანსების არარსებობის მოტივით, თხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი განუცხადა. მაშინ გაბრაზებულმა მეფემ ქალაქის ხელისუფალთ დაემუქრა, რომ, თუ ლონდონის მუნიციპალიტეტი მას თხოვნაზე კვლავაც უარს ეტყოდა, სამეფო კარსა და პარლამენტს ლონდონიდან ოქსფორდში გადაიტანდა. ჯეიმზის საპასუხოდ კი ქალაქის მუნიციპალიტეტმა განაცხადა: „ჩვენი ქალაქის მაცხოვრებელთათვის ყველაზე მთავარი ის არის, რომ მეფე ვერსად გადაიტანს მდინარე ტემზასო”. – (ავტორი გენია.ჯი)