ანა იოანეს ასული – „ეპიზოდი”

უკიდურესი სისასტიკით ცნობილი გაერთანებული რუსეთის პირველი მეფე – ივანე მრისხანე – ჭადრაკით, ალქიმიითა და კოსმოლოგიით იყო გატაცებული; რუსეთის რიგით მეორე მეფე რომანოვების დინასტიიდან, პეტრე დიდის მამა – ალექსი I მიხეილის ძე – შავარდნებით ნადირობაზე აფანატებდა. (ავტორი გენია.ჯი) მის სამეფო კარზე განთავსებული გახლდათ, ეგრეთ წოდებული – „შავარდნების სახლი”, რომელშიაც მოსამსახურეთა უზარმაზარი არმია სამი ათასი შავარდენის მოვლით იყო დაკავებული; პეტრე პირველს სხვა უამრავ ჰობთან ერთად – მოგზაურობა და მედიცინა, განსაკუთრებით კი – სტომატოლოგია იტაცებდა; ნიკოლოზ I – სახვითი ხელოვნებით იყო გატაცებული. მას ყველაზე მეტად სამხედრო მუნდირების ესკიზების ხატვა უყვარდა და სწორედ რომ მის მიერ შექმნილი ესკიზების მიხედვით დამზადებული მუნდირებით შეიმოსა მისი მმართველობის ჟამს არმია; ნიკოლოზ II, რუსეთის ეს უკანასკნელი მონარქი, ფოტოგრაფიით იყო გატაცებული. აი, რუსეთის იმპერატორს ქალს – ანა იოანეს ასულს (1693-1740 წლები) კი, მანდილოსნისათვის არადამახასიათებელი ერთობ უჩვეულო ჰობი გააჩნდა. მას ჭირის დღესავით სძულდა ბალ-მასკარადები და თეატრალური წარმოდგენები. ასეთ ღონისძიებებს იგი ცუდი ამინდის გამოისობით თუ დაესწრებოდა იძულებით, თორემ სხვა შემთხვევებში უცილობლად სხვაგვარი გატაცებით ირთობდა თავს. „პეტერგოფელ დიანა”-დ წოდებული ანა იოანეს ასულის ჰობს – სროლა და ნადირობა წარმოადგენდა. მისი ბრძანებით, პეტერგოფის საიმპერატორო რეზიდენციის პარკში, ირმებისა და შვლების ნაკრძალის გვერდით აგებული იქნა სპეციალური სანადირო პავილიონი. პავილიონში, რომელიც ტირის ფუნქციით იყო აღჭურვილი, ანა იოანეს ასული დიდ დროს ატარებდა. გარდა ამისა, მას ძალიან უყვარდა პეტერგოფის პარკში ცხენით გაჯირითება, რა დროსაც ქვეშევრდომები პარკის ტერიტორიაზე უშვებდნენ სხვადასხვა სახეობის ცხოველებს, რათა მათზე ნადირობით სათანადოდ შეექცია თავი მბრძანებელ-ქალს.

ცნობილია, რომ მარტო 1793 წლის ზაფხულის სეზონზე ანა იოანეს ასულის მიერ მოკლული იქნა 9 ირემი, 16 გარეული თხა, 4 გარეული ტახი, 374 კურდღელი, 608 გარეული იხვი და 1 მგელი. ამბობენ იმასაც, რომ სამეფო კარეტაში ყოველთვის იყო განთავსებული შტუცერი (ძველებური პატარა თოფი), რომლითაც დედოფალი მაშინაც კი ესროდა ყვავ-ყორნებსა თუ სხვა სახეობის ფრინველებს, როცა კარეტა მთელი სისწრაფით გადაადგილდებოდა გზებზეო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>