ემილი ბრონტე – „ეპიზოდი”

ირლანდიული წარმომავლობის მქონე სახელგანთქმული ინგლისელი პოეტი და მწერალი ქალი, დები ბრონტეების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი ლიტერატურულ ასპარეზზე – ემილი ბრონტე (1818-1848 წლები), რამდენიმე ხნის განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. მიუხედავად ამისა, იგი ღიად აღნიშნავდა, რომ ეს პროფესია მისთვის არც შესაფერისი იყო და არც სახარბიელო. (ავტორი გენია.ჯი) სამაგიეროდ, შარლოტას ძალიან უყვარდა ცხოველთა და ფრინველთა სამყარო. მათ შორის ინგლისელი ლიტერატორი ქალი განსაკუთრებული სიყვარულით მაინც ჩვენი „ოთხფეხა მეგობრების” – ძაღლების მიმართ გამოირჩეოდა. ბრონტეს სიყვარული ბუნების ამ უნიკალური ქმნილებების მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ ერთ დღეს, ლოუ-ჰილის სკოლაში პედაგოგიური მოღვაწეობის ჟამს, მოსწავლეებზე გაბრაზებულმა ისიც კი წამოუყვირა მათ, ნებისმიერი ქუჩის ძაღლი გჯობიათ თქვენ და ნებისმიერი ქუჩის ძაღლი მირჩევნია თქვენს თავსო.

ცნობილია ისიც, რომ ემილის საცხოვრებელ სახლში რამდენიმე ძაღლს ჰქონდა ბინა დადებული. მათ გარდა, ბრონტეს ბინაში ასევე დავანებული ჰქონდა შავარდენს, სახელად – „ნერო”-ს. გარდაცვალების წინა საღამოს, ტუბერკულოზით დაავადებულმა ემილიმ დაჟინებით მოითხოვა, რომ პირადად, საკუთარი ხელით გამოეკვება თავისი საყვარელი ცხოველები. შედეგად, მისი უკანასკნელი ნება იყო – გაეკეთებინა ის, რასაც იგი ადრე აკეთებდა ხოლმე. „ქარიშხლიანი უღელტეხილის” ავტორის უკანასკნელი სურვილი დიდსულოვნად იქნა დაკმაყოფილებული მისი ახლობლების დახმარების შედეგად. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>