იაპონიის საიმპერატორო დინასტია – „ეპიზოდი”
იაპონიის საიმპერატორო დინასტიამ – „იამატო”-მ, სათავე ჯერ კიდევ ძვ.წ.აღით VII საუკუნეში აიღო. საინტერესო და ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მიუხედავად ათასწლეულების გასვლისა, იამატოს საიმპერატორო-საგვარეულო დინასტიას მაინც არასოდეს დაუკარგავს და დაუთმია საიმპერატორო დინასტიის ერთობ საპატიო და საპასუხისმგებლო სტატუსი. (ავტორი გენია.ჯი) როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, იაპონიის დაარსება „ამომავალი მზის” ქვეყნის ლეგენდად ქცეულ პირველ იმპერატორთან – ძიმუს სახელთან არის დაკავშირებული.
ძიმუ მზის ღმერთის – ამატერასუს შვილიშვილად იქნა მიჩნეული, რამაც იაპონიის საიმპერატორო დინასტიას, და განსაკუთრებით – იმპერატორს, ღვთაებრივი წარმომავლობა იმთავითვე დაუმკვიდრა ხალხში. თუმცა-კი ცნობილია, რომ „ღვთაებრივი წარმომავლობის” მქონე სტატუსზე იამატოს საიმპერატორო დინასტიამ უარი ოფიციალურად მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
სწორედ ღვთაებრივი წარმომავლობა გახლდათ ის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც საუკუნეების განმავლობაში იაპონელთა უდიდეს ნაწილს ქვეყნის სიმბოლოდ ქცეული იმპერატორი სახეს არ უჩვენებდა. არც უჩვენებდა და უბრალო მოკვდავნი ვერც ბედავდნენ მისთვის სახეში შეხედვას. იაპონელები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ, თუკი ისინი ამ ტაბუს დაარღვევდნენ, უცილობლად – დაბრმავდებოდნენ.
XVI საუკუნის იაპონიაში სახელოვანმა იაპონელმა მხედართმთავარმა და პოლიტიკურმა ლიდერმა – ოდა ნობუგავამ ეგრეთ წოდებული – „გასტრონომილუი რევოლუცია” მოახდინა, რითაც ტაბუ ახსნა იაპონელი იმპერატორების მიერ დაკანონებულ წესს ვეგეტარიანელობისა. მას შემდეგ ცხოველური ხორცის ჭამა ქვეყნის უბრალო მოქალაქეებისთვისაც ჩვეულ მოვლენად იქცა. აი, იაპონიის საიმპერატორო ოჯახმა კი ხორცით კვება მხოლოდ და მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს განაგრძო ხანგრძლივი ვეგეტარუანული პაუზის შემდეგ.
ახლა ჯერი სხვა ტაბუს ახსნაზეც მიდგა. ქვეშევრდომები და მოსამსახურეები იმპერატორს ისე ემსახურებოდნენ, რომ თავს ზემოთ არასოდეს წევდნენ. მისი სახის ხილვა მხოლოდ იმპერატორის ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს შეეძლოთ. აკი ისინიც „ღვთაებრივი წარმომავლობისა” იყვნენ. შესაბამისად, იაპონელი ხალხისათვის ასწლეულების განმავლობაში უცნობი იყო თავიანთი ქვეყნის სიმბოლოდ ქცეული იმპერატორის სახე. ეს ტრადიცია თავად იამატოს დინასტიის წარმომადგენელმა, იმპერატორმა – მუცუჰიტომ დაარღვია XIX საუკუნის მეორე ნახევარში. იგი ყველგან თავისუფლად, სახის ყოველგვარი დაფარვის გარეშე ჩნდებოდა ხალხში. ის კი არა და, მხატვრებს მუცუჰიტომ ორი თავისი პორტრეტიც კი დაახატინა, რომელთაგანაც შემდგომ უამრავი ასლი გადაიღეს.
თანამედროვე პერიოდში „ამომავალი მზის” ქვეყნად წოდებული იაპონიის იმპერატორის სახის ხილვა არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)
მუცუჰიტო