ანა ბოლეინი – „ეპიზოდი”
ინგლისელი დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის – ტომას ბოლეინის უმშვენიერესი ქალიშვილის – ანა ბოლეინის (1501-1536 წლები) გულისათვის, თავის დროზე ინგლისის ყოვლისშემძლე მეფე – ჰენრი VIII ტიუდორი თვით რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელს დაუპირისპირდა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, მასზედ რომ დაქორწინებულიყო, ქვეყანაში რელიგიაც კი შეცვალა და „ნისლიან ალბიონზე” ერთ დროს გაბატონებული კათოლიციზმი – პროტესტანტიზმით ჩაანაცვლა. თუმცა, როგორც იტყვიან, დრონი მეფობენ და არა მეფენიო. გავიდა ხანი და დასრულდა ანა ბოლეინის ზეობის ხანა. ჯეინ სეიმურთან დაქორწინების მოტივით, ჰენრიმ ერთ დროს საყვარელ ქალს ღალატში დასდო ბრალი და განაჩენად სიკვდილით დასჯა გამოუტანა. განაჩენის აღსრულების წინა ღამით, სიკვდილმისჯილმა ქალმა ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვები ჩაწერა თავის დღიურში: „მეფე ჩემს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო. მან მე ერთი უბრალო გოგონადან ჯერ მარკიზად, შემდეგ დედოფლადაც მაქცია. ახლა კი, როგორც ჩანს, იგი მე მოწამეობრივადაც აღმამაღლებს”. – (ავტორი გენია.ჯი)