ეკატერინე მედიჩი – „ეპიზოდი”
იტალიური წარმომავლობის მქონე საფრანგეთის „ცივსისხლიან მბრძანებლად” წოდებული – დედოფალი ეკატერინე მედიჩი (1519-1589 წლები), ვის აღზრდაშიც თავის დროზე უდიდესი წვლილი დაიდო რომის პონტიფიკოსმა – კლემენტი მეშვიდემ, დიდი ხნის განმავლობაში ემუდარებოდა თავის მეუღლეს, საფრანგეთის მეფეს – ანრი II დე ვალუას, მონაწილეობა არ მიეღო თავიანთი უფროსი ქალიშვილის – ელისაბედის ქორწინებისადმი მიძღვნილ საზეიმო ტურნირში. იმ ტურნირში, რომელიც საბოლოო ჯამში, საბედისწერო აღმოჩნდა ორივე მათგანისათვის. იმისათვის, რომ ეკატერინეს ანრისათვის მემკვიდრე ეშვა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოუხდა მკურნალობა. (ავტორი გენია.ჯი) მისი მკურნალი ექიმი კი, თვით – მიშელ დე ნოტრდამი, იგივე – ნოსტრადამუსი გახლდათ. ეკატერინეს უნაყოფობისაგან განკურნებას ამიტომაც უკავშირებენ ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ წინასწარმეტყველს, ალქიმიკოსსა და ექიმს, რომელიც მაგიის მოყვარულმა დედოფალმა სამეფოს მთავარ მედიკოსად და ასტროლოგად დანიშნა მოგვიანებით. ასე იყო, თუ ისე იყო, ფრანგთათვის საძულველმა იტალიელმა დედოფალმა დროთა განმავლობაში 10 შვილი გაუჩინა ფრანგ მონარქს.
და ახლა, როდესაც ბედნიერების ზენიტში იმყოფებოდა, 40 წლის ასაკში მყოფი ანრი არ ითვალისწინებდა მის რჩევასა და თხოვნა-მუდარას, მონაწილეობა არ მიეღო რაინდთა ტურნირში. ავ წინათგრძნობას დედოფალს ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებაც უმყარებდა საფუძველს. მედიჩის-და საუბედუროდ, ეკატერინეს წინასწარმეტყველება ახდა: ანრი II ლორდ მონტგონერის შუბს ემსხერპლა ტურნირზე. გაბრიელ დე მონტგონერის შუბი, რომელმაც გახვრიტა მეფის ჩაფხუტი, ანრის თვალში მოხვდა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ შუბმა მონარქს თვალთან ერთად ტვინიც დაუზიანა. შედეგი სავალალო დადგა – ანრი II დე ვალუა ტრაგიკულად აღესრულა.
მეოღლის გარდაცვალებამ დედოფალი უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ჩააგდო. მან სათანადოდ იგლოვა საყვარელი მეუღლე და მას შემდეგ, რაც ანრი გარდაიცვალა, დაქვრივებულ დედოფალს შავი სამოსის გარდა აღარასოდეს უტარებია სხვა ფერის სამოსი. ეკატერინეს კაბების გულმკერდს კი ამშვენებდა – გადატეხილი შუბის გამოსახულების მქონე ძვირფასი ემბლება, რომელზედაც ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვები იყო დატანილი: „აქედან არის ყველა ჩემი ცრემლი, მწუხარება და ტკივილი გამოწვეული”. – (ავტორი გენია.ჯი)
ანრისა და ეკატერინეს ოჯახი
სასიკვდილო სარეცელზე მყოფი ანრი II