გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი – „ეპიზოდი”
ბაროკოს ეპოქის გენიალური გერმანელი კომპოზიტორი – გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი (1685-1759 წლები), რომელიც 1812 წლიდან დასახლდა ლონდონში, ხშირად შედიოდა კონფლიქტში ახალგაზრდა იტალიელ სოპრანოსთან – ფრანჩესკა კუცონისთან. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია, რომ მაესტრო ერთობ ჯინიანი და ანჩხლი ხასიათით გამორჩეული ხელოვანი იყო. ამავე თვისებებით ყოფილა „დაჯილდოვებული” ფრანჩესკაც, ვინაც სახელოვანი კომპოზიტორის მუსიკალურ ქმნილებებს საკუთარ ინტერპრეტაციას უწევდა ხოლმე სიმღერის დროს. ყველაზე მეტად, რაც სძაგდა ჰენდელს, სწორედ რომ მისი მუსიკალური ნაწარმოებების „შელამაზება” იყო. შედეგად, გეორგსა და შემდგომში „დივა”-დ ქცეულ სოპრანოს შორის სიტუაციები ხშირად იძაბებოდა. ერთ დღეს, მორიგი რეპეტიციის მიმდინარეობისას, კუცონი კვლავ შეეცადა ჰენდელის მელოდიის „შელამაზებას”, რამაც კომპოზიტორს საბოლოოდ აუვსო მოთმინების ფიალა. იგი ყელში სწვდა გოგონას, ღია ფანჯარასთან მიიყვანა და ის იყო უნდა გადაეგდო, რომ კოლეგებმა იმარჯვეს. მათ დიდი ძალისხმევის შედეგად გამოგლიჯეს ხელიდან შიშით გათანგული კუცონი გამძვინვარებულ ჰენდელს და ამით უცილობლად სიცოცხლე შეუნარჩუნეს მას. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ სწორედ ჰენდელის იმ საოპერო არიის შესრულებამ მოუტანა შემდგომში უდიდესი წარმატება ფრანჩესკას, რომლის გამოც კინაღამ გამოესალმა სიცოცხლეს. – (ავტორი გენია.ჯი)
ფრანჩესკა კუცონი