სილფიუმი

„ფერულას სახეობის ერთ-ერთი ბალახოვანი მცენარე, კონკრეტულად – „სილფიუმი”, ძალიან უცნაური მცენარეა იმ გაგებით, რომ მისი კულტივირება ყოვლად შეუძლებელიაო”. – წერდა ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეებში მოღვაწე დიდი ძველ ბერძენი ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი – თეოფრასტე, თავის ნაშრომში – „მცენარეთა კვლევა”. (ავტორი გენია.ჯი) ანტიკური ხანის სწავლული ირწმუნებოდა, რომ სილფიუმი ნიადაგის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე მცენარეთა (ბალახთა) რიგს განეკუთვნებოდა (სილფიუმის თესლი უნაყოფობით გამოირჩეოდა). თეოფრასტე ერთადერთი სწავლული არ არის, ვინც ამ უნიკალური თვისებების მატარებელი და ჩვენდა სამწუხაროდ, გადაშენებული სახეობის მცენარის შესახებ გვაწვდიდა ცნობებს.  სილფიუმს იხსენიებდნენ ისეთი ტიტანებიც, როგორებიც იყვნენ – ჰეროდოტე, ჰიპოკრატე, სტრაბონი, პლინიუს უფროსი, სოფოკლე, არისტოფანე და სხვები. ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც სილფიუმი ხარობდა და, სადაც იგი იყო გავრცელებული, კირენაიკას ისტორიული რეგიონია თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე. თუმცა, ძველ ბერძენი ნატურალისტი და ფარმაკოლოგი – დიოსკორიდე ამტკიცებდა, რომ გარდა კირენაიკას რეგიონისა, ისინი ასევე გავრცელებული იყვნენ სირიაში, სომხეთსა და მიდიაშიო. აქვე იმასაც შენიშნავს იგი, რომ სხვა რეგიონებში მზარდი სილფიუმი არ იყო ისეთი დადებითი თვისებების მატარებელი, როგორც ლიბიაში გავრცელებული სილფიუმი. გარდა ამისა, ისინი არასასიამოვნო სურნელითაც გამოირჩეოდნენ ლიბიური სილფიუმებისგან.

გულის ფორმის მქონე სილფიუმი, რომლის სიმაღლე 50 სანტიმეტრს არ აღემატებოდა, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიიჩნეოდა ერთ-ერთ საუკეთესო კონტრაცეპტულ საშუალებად. მაგალითად, ძველი რომაელი მანდილოსნები მის ნახარშს სვავდნენ იმისათვის, რომ თავიდან აეცილებინათ არასასურველი ორსულობა. შესაძლოა იგი ასევე გამოყენებული ყოფილიყო მუცლის მოსაშლელადაც. დროთა განმავლობაში სილფიუმმა სრულად მოიცვა აზია და ევროპა. შედეგად, სილფიუმის ბალახოვანმა მცენარემ იმდენად გაითქვა სახელი, რომ მისმა მასობრივად მოხმარებამ (ამას თან ერთვოდა სილფიუმის თესლის უნაყოფობა) ამ უნიკალური მცენარის საბოლოოდ გადაშენება გამოიწვია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>