დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, საფრანგეთის სამეფო კარზე მეფის მსახურთა ფუნქციებს საუკუნეების განმავლობაში ფრანგი დიდებულები ასრულებდნენ, და ეს ფუნქცია, დიდად საპატიოდაც იყო მიჩნეული ქვეყანაში. ამ გზით ფრანგი თავად-აზნაურები მეფეს უახლოვდებოდნენ, რაც მათ გავლენასა და ქონებაზე პირდაპირპროპორციულად აისახებოდა. თუმცა, XVII საუკუნეში, „ერთი უფლება” რომ შეენარჩუნებინა, საფრანგეთის მეფემ – ლუი XIII დე ბურბონმა აღარ ისურვა პირად მსახურთა რიგებში ფრანგი დიდებულების ხილვა. რითაც თავის მხრივ, საფრანგეთის სამეფო კარზე საუკუნეების განმავლობაში დაკანონებული წესი დაარღვია. დაასახელეთ, რა „უფლების დათმობა” არ სურდა ფრანგ მონარქს?! – (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * * * * *

პასუხი: მეფეს არ სურდა მსახურების ცემის უფლების დათმობა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>