ათანასე ფეტი – „ეპიზოდი”
ელისაბედ პეტრეს ასულის ბრძანების საფუძველზე 1755 წელს დაარსებული – მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის სასწავლო კურსი, რომლის სახელთანაც ასოცირდება გენიალური რუსი სწავლულის – მიხეილ ლომონოსოვის სახელი, მრავალმა სახელოვანმა ადამიანმა გაიარა. (ავტორი გენია.ჯი) მათ შორის იყვნენ ბესარიონ ბელინსკი და ალექსანდრე გერცენი. გარდა ამისა, მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახლდათ სახელგანთქმული რუსი ლირიკოსი პოეტი – ათანასე ფეტი (1820-1892 წლები). თავისი პირველი ლიტერატურული და პოეტური ქმნილებები ათანასემ სწორედ რომ სტუდენტობის პერიოდში დაწერა და გამოაქვეყნა. ზოგ მათგანს კრიტიკოსთანაგან დადებითი შეფასებაც მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ლომონოსოვის იდეის საფუძველზე დაარსებულ რუსეთის ერთ-ერთ უძველეს უმაღლეს სასწავლებელს იგი მაინც აუგად მოიხსენიებდა ყოველთვის. ბატონ-ყმობის ეპოქის უნივერსიტეტში კარგად უწყოდნენ, რომ ათანასე არ განეკუთვნებოდა რუსი დიდგვაროვნების რიგს. იქ ისიც კარგად იცოდნენ, რომ ფეტი უკანონო ქორწინების შედეგად მოევლინა ქვეყნიერებას. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ათანასესა და მის შემოქმედებას ხშირად იგდებდნენ მასხრად უნივერსიტეტში როგორც სტუდენტები, ასევე პროფესორ-მასწავლებლებიც.
მას შემდეგ, რაც სრულყოფილად გაიარა სასწავლო კურსი და ცხოვრების ახალ საფეხურზე შედგა, ათანასემ ერთი უჩვეულო წესი იქცია ტრადიციად. მისი სიძულვილი „მშობლიური ალმა-მატერის” მიმართ იმდენად დიდი იყო, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი მას გვერდით ჩაუვლიდა, უნივერსიტეტის მიმამრთულებით – იფურთხებოდა ხოლმე. – (ავტორი გენია.ჯი)
მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტი