ფოსფორი – „ეპიზოდი”
ელემენტთა პერიოდული სისტემის მეხუთე ჯგუფის მთავარი ქვეჯგუფის ელემენტი – ფოსფორი (სიმბოლო – P), აღმოჩენილი იქნა თვითნასწავლი გერმანელი ალქიმიკოსის – ჰენინგ ბრანდის მიერ 1669 წელს. (ავტორი გენია.ჯი) იგი იმ პერიოდის სხვა უამრავ ალქიმიკოსთა მსგავსად, ეგრეთ წოდებული – „ფილოსოფიური ქვის” ძიების პროცესში იმყოფებოდა, რა დროსაც სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა ფოსფორის მანათობელა ქიმიური ელემენტი, რომელმაც იმთავითვე შოკში ჩააგდო საზოგადოება. ჰენინგ ბრანდმა, რომელსაც სურდა, რომ ალქიმია თავისი გამდიდრების წყაროდ ექცია, ეგზომ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ჩატარებული ერთ-ერთი ცდის დროს გააკეთა. ბედის ირონია კი მდგომარეობს იმაში, რომ საუკუნეების გასვლის შემდეგ, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, ფოსფორის „მშობლიური” ქალაქი – ჰამბურგი, შეგნებულად თუ შეგნებულად, სწორედ რომ ისეთი ბომბებით სწორდებოდა მიწასთან მოკავშირეთა არმიის ავიაციის მიერ, რომლებიც მისი „შვილობილი” ქიმიური ელემენტის – ფოსფორის ბაზაზე იყვნენ დამზადებულნი. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰამბურგი მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას