ჩარლზ დარვინი – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი ბუნებისმეტყველისა და მოგზაურის – ჩარლზ დარვინის (1809-1882 წლები) ბაბუა – ერაზმუს დარვინი – მასონთა ლოჟის წევრი გახლდათ, ხოლო სწავლულის მამა, დოქტორი – რობერტ დარვინი კი, დეიზმის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრების გულმხურვალე აპოლოგეტს წარმოადგენდა, და ისიც, მამის მსგავსად, მასონთა ლოჟის წევრის სტატუსით იყო აღჭურვილი. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, ევოლუციის ფენომენის აღმომჩენ ბუნებისმეტყველს ბავშვობის ხანის გატარება მასონთა გარემოში მოუხდა. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ ჩარლზის მშობლების ორივე განშტოება (დედისა და მამის მხრიდან) – უნიტარიანული ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ.
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, ევოლუციის ფენომენი პირველებმა – ჩარლზ დარვინის ბაბუამ – ერაზმუს დარვინმა, თომას რობერტ მალთუსმა და ტომას ჰენრი ჰაქსლიმ აღმოაჩინეს (ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ „ევოლუციის თეორიის” სამივე სავარაუდო ავტორი ცნობილი მასონები იყვნენ). თუმცა, ამით ყველაზე მეტად დარვინმა ისარგებლაო, – შენიშნავდნენ ავი ენები. დასტურად კი მოჰყავდათ ის გარემოება, რომ დარვინს თავისი საჯარო გამოსვლების დროს, ხშირად, ბევრი თავი ავიწყდებოდა მის მიერ დაწერილი კაცობრიობისათვის უმნიშვნელოვანესი ნაშრომიდან. ერთნი, ვისაც დარვინთან ახლო ურთიერთობა გააჩნდა, ყოველთვის ხაზს უსვამდნენ ინგლისელი ბუნებისმეტყველის ფრიად დაბალ ინტელექტს. მეორენი კი ამას დარვინის – ცუდ მეხსიერებას აბრალებდნენ.
ერთი რამ, რაც უეჭველად ვიცით მის შესახებ, არის ის, რომ ინგლისელ ბუნებისმეტყველს განსაკუთრებით უყვარდა სამაგიდო თამაში – ნარდი. თუმცა, დარვინების ოჯახში მხოლოდ ჩარლზი არ ყოფილა ერთადერთი ადამიანი, ვინც ნარდის თამაშს აღმერთებდა. მის მსგავსად, ამ შესანიშნავი სამაგიდო თამაშის დიდი ტრფიალით ასევე გამოირჩეოდა სწავლულის მეუღლე – ემა ვედვუჯი. ამბობენ, რომ დარვინების ბედნიერი წყვილი ხშირად ირთობდა საღამოობით თავს ერთმანეთთან ნარდის თამაშითო. – (ავტორი გენია.ჯი)
ემა ვედვუჯი