„სალიუტ 3″ – (ეპიზოდი)

1974 წლის 26 ივნისს სამხედრო პროგრამის ფარგლებში კოსმოსში გაშვებული იქნა საბჭოთა ორბიტალური პილოტირებადი კოსმოსური სადგური – „სალიუტ 3″ (Salyut 3). საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მასზე დამონტაჟებული იქნა 23 მილიმეტრიანი ქვემეხი, რომელიც სპეციალურად დაამზადეს იმისათვის, რომ ვაკუუმში განეხორციელებინა გასროლა. მას შემდეგ, რაც კოსმოსურმა სადგურმა ჩვენი პლანეტის ორბიტას მიაღწია, „სალიუტ 3″-ზე არსებული ქვემეხიდან რამდენიმე გასროლა განხორციელდა კოსმოსში. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ აღნიშნულმა საფრენმა აპარატმა, რომელმაც ორბიტაზე 213 დღე დაჰყო, ისტორიაში სახელი დაიმკვიდრა, როგორც მსხვილკალიბრიანი იარაღით შეიარაღებულმა პირველმა და ერთადერთმა კოსმოსურმა აპარტმა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>