მარია პუშკინას შესახებ…
„რუსული ლიტერატურის მზედ” წოდებულ – ალექსანდრე პუშკინს ოთხი შვილი ჰყავდა, რომელთაგანაც მხოლოდ ორმა მათგანმა – ალექსანდრემ და ნატალიამ დატოვეს შთამომავლობა. პუშკინის შვილებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პოეტის უფროსი ქალიშვილი – მარია პუშკინა (1832-1919 წლები). ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სწორედ მისი გარეგნობა გამოიყენა ლევ ტოლსტოიმ ანა კარენინას გარეგნობის აღსაწერად თავის ერთ-ერთ უკვდავ ლიტერატურულ ქმნილებაში – „ანა კარენინა”. გარდა სახელოვანი მამის შვილობისა, მარიას კარგი განათლებითაც შეეძლო დაეკვეხნა (ცნობილია, რომ იგი ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში ფლობდა ფრანგულ და გერმანულ ენებს). დაამთავრა ეკატერინეს სახელობის პრივილიგირებული ინსტიტუტი. (ავტორი გენია.ჯი) თავისმა შესაშურმა ინტელექტმა მარია სწავლის დასრულებისთანავე აქცია რუსეთის დედოფლის – მარია ალექსანდრეს ასულის ფრეილინად. რამდენიმე წელიწადში იგი დაქორწინებული იქნა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორ – ლეონიდ გარტუნგზე, თუმცა მისი ქორწინება ისეთივე უიღბლო აღმოჩნდა, როგორც მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრება შემდგომში. ქორწინებისას მარია – 28 წლის ასაკში იმყოფებოდა, ხოლო ლეონიდე კი 50 წლის ასაკში. 17 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მარიას მეუღლეს უსამართლოდ დასდეს ბრალი სახელმწიფო ქონების დატაცებაში, რამაც იმდენად შელახა და შეურაცხყო თავმოყვარე გენერლის ღირსება, რომ 1877 წელს მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თავის უკანასკნელ წერილში ლეონიდე დიდსულოვნად წერდა – „მე… არაფერი დამიტაცებია და ვპატიობ ჩემს მტრებსო”.
გარტუნგების წყვილს შვილი არ შეძენია. ამიტომაც იყო, დაქვრივებულმა ქალმა მთელი თავისი სითბო და სიყვარული რომ ჩადო დაობლებული ძმისშვილების აღზრდაში. გარდა ამისა, იგი სათუთად უფრთილდებოდა სახელოვანი მამის სახელს და აქტიურად იყო ჩართული მისი შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეში. 1880 წელს მარია თავის ორ დედმამიშვილთან ერთად მოსკოვში დაესწრო ალექსანდრე პუშკინის ძეგლის გახსნას. მას შემდეგ ქალს ერთი თვისება დასჩემდა; იგი ყოველ დღე მიდიოდა მამის ძეგლთან და იქ საათობით იჯდა ჩაფიქრებული.
რუსეთის იმპერიაში განხორციელებულმა დიდმა სოციალისტურმა რევოლუციამ მარია არა მხოლოდ უკიდურეს სიდუხჭირემდე, არამედ, უკიდურეს შიომშილობამდეც კი მიიყვანა. ხანგრძლივი და დიდი ძალიხმევის შედეგად, როგორც იქნა „რუსული პოეზიის მზედ” წოდებული პუშკინის ქალიშვილს – პენსია დაუნიშნეს. თუმცა, მარია პუშკინას ბედის ირონია იმაშიც მდგომარეობდა, რომ ესოდენ დიდი ძალისხმევის შედეგად მოპოვებული ნანინანატრი პენსიის აღებას ვერ მოეწრო, რადგან პირველი პენსიის აღებამდევე განუტევა სული. ოფიციალურად დადასტურებულია, რომ სახელოვანი რუსი პოეტის ერუდირებული ქალიშვილი 1919 წლის 7 მარტს აღესრულა მოსკოვში – შიმშილის შედეგად. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მარია პუშკინა არ ყოფილა ერთადერთი ქალიშვილი და, ზოგადად რომ ვთქვათ, ერთადერთი შვილი ნატალია გონჩაროვასი (პუშკინის მეუღლე), რომელსაც შიმშილმა მოუსწრაფა სიცოცხლე. ასეთივე სავალალო ბედი ხვად წილად ნატალიას კიდევ ერთ ქალიშვილს – ალექსანდრასაც, რომელსაც 1918 წელს რევოლუციურმა მთავრობამ ორიდან ერთი ვაჟი დაუხვრიტა.
ალექსანდრე პუშკინი
ნატალია გონჩაროვა (პუშკინის მეუღლე და მარიას დედა)
ალექსანდრა