ივანე კრამსკოი – „ეპიზოდი”
XIX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ უდიდეს რუს პორტრეტისტად აღიარებული - ივანე კრამსკოი (1837-1887 წლები), 1860-იან წლებში უკვე საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. კრამსკოის შემოქმედების თაყვანისმცემელთა რაოდენობის მატებასთან ერთად, მხატვარს პირდაპირპროპორციულად ეზრდებოდა შემკვეთთა რაოდენობა და შესაბამისად, ფინანსური შესაძლებლობებიც. მიუხედავად ამისა, იგი კვლავაც ძველებურად, ყაირათიანად და ერთობ ეკონომიურად განკარგავდა თავის ფინანსებს. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, კრამსკოის ზოგიერთი მისი თანამედროვე, – ძუნწ პერსონადაც ახასიათებდა. თუმცა, როგორც მხატვრის ახლობლები გვაუწყებდნენ, ივანეს ერთი გულუხვიანი თვისებაც ახასიათებდა: თავისი სხვა კოლეგებისაგან განსხვავებით, კრამსკოი ყოველ შემკვეთს – მდიდრულ და ძვირფას ჩარჩოში ჩასმულ მზა ტილოს აწვდიდა. ესოდენ ფასიან ჩარჩოებს ხელოვანი თავადაც შეკვეთის საფუძველზე ამზადებინებდა ოსტატებს, მაგრამ მას, არასოდეს აუღია ზედმეტი თანხა ამისათვის შემკვეთისაგან.
„ – კარგი ჩარჩოები სურათებისათვის იაფი არ ჯდება. ეს თქვენ რამდენიმე ათას მანეთს გაკარგვინებთ წელიწადში. – უთხრეს ერთხელ კრამსკოის.
- ჩემის აზრით, შემკვეთის მიმართ გამოჩენილი უპატივცემულობაა, როცა მას შეკვეთილ სურათს ჩარჩოს გარეშე გადასცემ. – აკი კედელზე ჩარჩოში ჩასმული სურათი იკიდება?!
- და მაინც, თქვენ მათში საკმაოდ დიდ ფულს იხდით. – არ მოეშვნენ მას.
- ასე რომ ვიმსჯელოთ, მე ფულს საღებავებში, ფუნჯებსა და სახატავ ტილოებშიც ვიხდიო”. – მრავლისმეტყველად უპასუხა მხატვარმა. – (ავტორი გენია.ჯი)