გოტფრიდ III კუზიანი – „ეპიზოდი”
„კუზიანად” წოდებული დაბლა ლოთარინგიის ჰერცოგი – გოტფრიდ III (1025-1076 წლები), მხედართმთავრის ფუნქციით აღჭურვილი იბრძოდა წლების განმავლობაში გერმანიის იმპერატორის – ჰენრიხ IV სახელით, რამაც მას ბევრი მტერი შესძინა. (ავტორი გენია.ჯი) ამ გარემოებამ, ისედაც ფრთხილი გოტფრიდი, კიდევ უფრო ფრთხილი გახადა. მაგრამ… განგებას მაინც ვერსად ვერ წაუვიდა. მტრის ხელიდან სიკვდილს იგი კი ელოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ მეთოდს, რომელიც მისმა მტრებმა გოტფრიდის მოსაკლავად გამოიყენეს, ალბათ, ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდა.
ქვედა ლოთარინგიის ჰერცოგი თავისივე მცველმა გაყიდა. როგორც შემდგომში გაირკვა, მას ფული იმისათვის გადაუხადეს, რომ ჰერცოგი გამოესალმებინა სიცოცხლეს. აი, გოტფრიდის მოსაკლავად კი, მკვლელმა მართლაც რომ უიშვიათესი და ერთობ უცნაური მეთოდი შეიმუშავა და გამოიყენა: გამცემმა მცველმა, რომელიც შეიარაღებული იყო ბასრი მახვილით, შეძლო დამალულიყო გოტფრიდის საპირფარეშოში განთავსებულ განავლისათვის განკუთვნილ ორმოში. იგი ელოდა შესაფერის მომენტს… და აი, ერთხელ, როდესაც საპირფარეშოში მყოფი გოტფრიდი შუა მოსაქმების პროცესში იმყოფებოდა, მოღალატემ, თავისი ბასრი მახვილი იშიშვლა და ქვემოდან რამდენიმე დარტყმა მიაყენა საჯდომის არეში მსხვერპლს.
მიღებული ჭრილობები იმდენად ღრმა და საშიში აღმოჩნდა სიცოცხლისათვის, რომ ქვედა ლოთარინგიის ჰერცოგმა დაჭრიდან ერთ კვირაში დალია სული. – (ავტორი გენია.ჯი)