პოლ გუსტავ დორე – „ეპიზოდი”
გენიალური თვითნასწავლი ფრანგი მხატვრის, გრავიორისა და ილუსტრატორის – პოლ გუსტავ დორეს (1832-1883 წლები) ბრწყინვალე შემოქმედება იმთავითვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა სახვითი ხელოვნების მოყვარულებში. თავის მხრივ კი, მისი შემოქმედების პოპულარობა ხელოვანის ნამუშევრების ფასებზეც სათანადოდ აისახებოდა ხოლმე. (ავტორი გენია.ჯი) გარდა უზარმაზარი შემოსავლებისა, დორე უზარმაზარი შრომისმოყვარეობითაც გამოირჩეოდა. ამიტომაც იყო იგი ესოდენ ნაყოფიერი შემოქმედების მქონე მხატვარი. როგორც ამბობენ, გუსტავის ყოველდღიური დღე სამი ფაზისაგან შედგებოდა: დილით – გრაფიკა, შუადღით – ფერწერა, საღამოს კი კვლავაც – გრაფიკა. შესაბამისად, თავისი ცხოვრების უდიდეს ნაწილს ხელოვანი სრულად უძღვნიდა სახვით ხელოვნებას.
დორეს ერთ-ერთი ახლო მეგობარი გადმოგვცემს ერთ მეტად მრავლისმეტყველ ისტორიას, რომელიც კარგად მეტყველებს იმაზე, თუ, როგორი დიდი წარმოდგენა გააჩნდა მხატვარს თავისი შესანიშნავი შემოქმედების მიმართ:
„მის წინაშე დაახლოებით ოცი სახატავი დაფა იყო განთავსებული. იგი ერთი დაფიდან მეორეზე თანმიმდევრულად გადადიოდა. ამ დროს გუსტავი ძალიან თავდაჯერებული ჩანდა და იმდენად სწრაფადაც მუშაობდა, რომ ჩემი გაოცება გამოიწვია. იმ დილით დორემ ოცი შესანიშნავი სურათი დახატა, და, როდესაც მუშაობას მორჩა, თავი ჩემსკენ შემოაბრუნა, ამაყად გაიცინა და შემომძახა: „არც თუ ისე ცუდი წავარჯიშება იყო, ჩემო მეგობარო. – შემდეგ ხელი ახლადდახატული სურათებისაკენ გაიშვირა და განაგრძო, – რომ იცოდეთ, ეს სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ჩემი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში უზრუნველვყო საკვებით”. – (ავტორი გენია.ჯი)