კლოდ შენონი – „ეპიზოდი”
„ინფორმაციული საუკუნის მამად” წოდებული დიდი ამერიკელი მათემატიკოსი, კრიპტოანალიტიკოსი და გამომგონებელი – კლოდ ელვუდ შენონი (1916-2001 წლები), რომელიც გენიალური ამერიკელი გამომგონებლისა და მეწარმის – თომას ედისონის შორეულ ნათესავს წარმოადგენდა, საჯაროდ აცხადებდა, რომ აპოლიტიკური ათეისტი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ჭადრაკის, პოეზიის, კლარნეტისა და მოტოციკლით სეირნობის მოყვარულ მეცნიერს ერთი უცნაური ჰობი გააჩნდა: ჟონგლიორობა. იგი იმდენად გახლდათ გატაცებული ჟონგლიორობით, რომ „ჟონგლიორობის საერთო თეორია” ჩამოაყალიბა და წიგნადაც გამოსცა. შენონი შესანიშნავი ჟონგლიორი იყო. ამბობენ, რომ იგი დიდი ოსტატობით ათამაშებდა ოთხ ბურთს ერთდროულად ჰაერში, თუმცა პირადი რეკორდი (ოთხ ბურთზე მეტი ბურთით), მიუხედავად შრომატევადი ვარჯიშებისა, მაინც ვერ მოხსნა ვერასდროსო. „Bell Laboratories”-ში მუშობის პერიოდში, კლოდი ხშირად აოცებდა თანამშრომლებს. იგი „Bell Laboratories” ოფისის კორიდორებში ხშირად გადაადგილდებოდა ცალბორბლიანი ველოსიპედით. და ყოველთვის ამ დროს, ბურთების თანხლებით ეწეოდა ჟონგლიორობას.
ჟონგლიორობის მიმართ მისი გატაცება არც ასაკში შესვლის შემდეგ განელებულა. ის კი არა და, პენისიაში გასულმა შენონმა, რამდენიმე საჟონგლიორო მანქანაც კი გამოიგონა.
სამწუხაროდ, გენიალურმა ამერიკელმა მეცნიერმა, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ალცჰეიმერის დაავადებით იყო დასნენოვნებული, თავისი აღსასრული – მოხუცთა თავშესაფარში ჰპოვა. – (ავტორი გენია.ჯი)