ნიორის შესახებ…
შროშანისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარის – ნიორის სამშობლოდ მკვლევარები შუა აზიას ასახელებენ. მათი მტკიცებით, ნიორი პირველად კულტივირებული იქნა ძვ.წ.აღ-ით ჯერ კიდევ III ათასწლეულში თანამედროვე ტაჯიკეთის, უზბეკეთისა და თურქმენეთის ტერიტორიებზე. (ავტორი გენია.ჯი) ძველი ეგვიპტელები, ასურელები და ებრაელები ამ შესანიშნავ მცენარეს იმდენად დიდი პატივით ეპყრობოდნენ, რომ მათთვის იგი კვების რაციონის უცილობელ ატრიბუტად იყო მიჩნეული. ცნობილია ისიც, რომ ძველი ეგვიპტელები ნიორის განსაკუთრებული დოზით იმ კერძებს აჯერებდნენ, რომლებიც განკუთვნილი იყო მძიმე ფიზიკურ შრომაში ჩაბმული ადამიანისათვის. და მაინც, ყველაზე ხშირად ეგვიპტელები ნიორისაგან დამზადებული კერძებით პირამიდების მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს კვებავდნენ, რაც არც არის გასაკვირი…
ფარაონის ქვეყნის შვილებმა ნიორს ისტორიის ადრეულ ეტაპზევე მიანიჭეს მისტიური და რიტუალური დანიშნულება. დროთა განმავლობაში მისი გამოყენება ამა თუ იმ ხალხმა ბოროტის სულებისა და ვამპირების დასაფრთხობ-განსადევნადაც დაიწყო. ამიტომაც ჰკიდებდნენ სახლის შესასვლელებსა და ფანჯრებზე ადამიანები ხშირად ნიორის შეკრულ კონებს. გარდა ზემოაღნიშნული დანიშნულებისა, ნიორს იმთავითვე დიდ ადგილს უთმობდნენ ადრინდელ ეპოქათა ხალხების სახალხო მედიცინაშიც. ძველი ინდოელები ნიორს სამკურნალო საშუალებების დასამზადებლად კი იყენებდნენ, თუმცა, მას თავისი სპეციფიკური სურნელის გამო, საკვებად დიდი ხნის განმავლობაში არ მოიხმარდნენ. იყო პერიოდები, როდესაც ევროპაში გავრცელებულ ჭირს კაცობრიობა სწორედ რომ ნიორის საშუალებით უმკლავდებოდა. მოგვიანებით, შროშანისებრთა ოჯახის ერთწლოვანი ბოლქვიანი მცენარე, რომლის სიმაღლემაც შესაძლოა 2 მეტრს უწიოს, სათანადოდ იქნა დაფასებული დასავლეთ ევროპელი ბარბაროსების – გერმანელებისა და სლავების მიერაც.
თუმცა მანამდე, მას ასევე საკადრისი ადგილი ჰქონდა დაკავებული რომაელი ლეგიონერების კვების რაციონშიც. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის მფლობელი ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ნიორით კვება მამაკაცებს სძენდა გამბედაობას, სიმამაცესა და გამძლეობას. ის რომ, ბაქტერიების მკვლელი ნიორი ანტიბიოტიკების შემცველი მცენარეა, მეცნიერებმა მხოლოდ XIX საუკუნეში იქნა დადგენილი. (ავტორი გენია.ჯი)
იმისათვის რომ, სპორტული მაჩვენებელი და მიღწევა გაეუმჯობესებინათ, ძველი ბერძნები ნიორით კვებავდნენ სპორტსმენებს, რომლებიც ეს-ესაა სპორტულ შეჯიბრებაში უნდა ჩართულიყვნენ.
ადამიანებისაგან განსხვავებით, კატებისთვის და ძაღლებისთვის ნიორი რეკომენდირებული არ გახლავთ, რადგან იგი მათთვის საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს.
ეს უნიკალური თვისებების მქონე მცენარე არაერთხელ არის მოხსენიებული ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებში. თანაც საკმაოდ ხშირად. ასე მაგალითად, ბრემ სტოკერის საყოველთაოდ ცნობილ ქმნილებაში – „დრაკულა”, სიტყვა ნიორი – 21-ჯერ მოიხსენია ავტორმა; დიდი შოტლანდიელი მწერლისაგან განსხვავებით, გენიალურმა უილიამ შექსპირმა, თავის უკვდავ ქმნილებებში სულ რაღაც ოთხიოდეჯერ ახსენა იგი. საინტერესოა ისიც, რომ აშშ-ი ყოველწლიურად აღინიშნება - „ნიორის საერთაშორისო დღე”: – „ნიორის საერთაშორისო დღეა” – 19 აპრილი. – (ავტორი გენია.ჯი)