იცით თუ არა, რომ?!
1. „მეფე შეუცდომელია”. – ასეთი სახის მქონე ჩანაწერი იყო გაკეთებული ინგლისის პირველ კონსტიტუციაში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. „ სალამი დამხობილ დიდებას!” – ასე შესძახა ერთ-ერთმა მოქალაქემ ეშაფოტისკენ მიმავალ ინგლისის მეფეს – ჩარლზ პირველს.
* * *
3. ზღარბის კუდის სიგრძე უმეტესწილად – 3 სანტიმეტრს არ აღემატება.
* * *
4. საზამთროს საერთაშორისო დღე – 3 აგვისტოა.
* * *
5. „რკინის ნეკნები” – ასე მოიხსენიებდნენ ოლივერ კრომველის დაქვემდებარებაში მყოფ ბეთქაროსნებისაგან დაკომპლექტებულ გვარდიას მის ეპოქაში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ტროპიკული ბალახოვანი მცენარე – ანანასი, რომელიც შესანიშნავი ეგზოტიკური ნაყოფით არის გამორჩეული, ორი ქვეყნის ეროვნულ გერბზეა გამოსახული: იამაიკა და ანტიგუა და ბარბუდა.
* * *
7. ინლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის საყოველთაოდ ცნობილ ლორდ-პროტექტორს – ოლივერ კრომველს ერთი უჩვეულო თვისება ახასიათებდა: სამი ღამე ზედიზედ ერთ საწოლში არ იძინებდა.
* * *
8. ანტიკური ხანის რომში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ყველა სენატორი უცილობლად ცოლიანი უნდა ყოფილიყო.
* * *
9. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, დედამიწაზე ყველაზე პოპულარული ქალის სახელი გახლავთ – ანა. მათივე ცნობით, სულ ჩვენს პლანეტაზე 100 მილიონი ანას სახელის მქონე მანდილოსანი ცხოვრობს. აღნიშნული სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ფრომით არის გავრცელებული. ასე მაგალითად, – ანა, ენი, ანეტა, ანასტასია და სხვა.
* * *
10. სიამის უმშვენიერესი სახეობის კატებზე ფანატიკურად იყვნენ შეყვარებულები ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც იყვნენ – ელიზაბეტ ტეილორი, ვივიენ ლი, პოლ ნიუმანი, ჯეინ ფონდა, კიმ ნოვაკი და კლარკ კეიბლი. ყველა მათგანს სახლში რამდენიმე სიამის კატა ჰყავდა დიდ პატივში. – (ავტორი გენია.ჯი)