პრიაპოსი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, პრიაპოსი თავდაპირველად მცირეაზიური წარმოშობის მქონე ღვთაება იყო. მოგვიანებით, მისმა კულტმა ფართოდ დაიმკვიდრა ადგილი ძველ ბერძნულ და ძველ რომაულ ღვთაებათა პანთეონშიც. (ავტორი გენია.ჯი) ანტიკური ხანის ელადაში პრიაპოსი ნაყოფიერების, მებაღეობის, მეღვინეობის, მეთევზეობისა და საძოვრების მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა. ძველ რომში კი იგი – ავხორცულ სიამეთა ღვთაებად იქცა. მიუხედავად ამისა, პრიაპოსი „მარადიული ქალაქის” მკვიდრებში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ვიდრე ჰომეროსის თანამემამულეებში, რასაც ერთი მეტად ამორალური და ყოვლად ამაზრზენი ფაქტიც მოწმობს: რომაელებში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ქორწინების „პირველ ღამეს” დედოფალი უცილობლად უნდა გამომშვიდობებოდა თავის უბიწოებას. იმ შემთხვევაში, თუ რაიმე მიზეზის გამოისობით, სიძე „პირველ ღამეს” თავის უმთავრეს „ფუნქციას” ვერ შეასრულებდა, ქალი ვალდებული იყო დილამდე როგორმე მოესწრო და თავად ეზრუნა უბიწოების დაკარგვაზე, რისთვისაც იგი ხისგან გამოთლილ პრიაპოსის გამოსახულების მქონე კერპს იყენებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ასე გამოსახავდნენ ძველი რომაელები ავხორცულ სიამეთა ღვთაებად ქცეულ – პრიაპოსს