ელისაბედ I ტიუდორის შესახებ…
„ქალწულ დედოფლად” წოდებული ინგლისისა და ირლანდიის ლეგენდად ქცეული დედოფალი – ელისაბედ I ტიუდორი (1533-1603 წლები) ისე გამოეთხოვა წუთისოფელს, რომ არასოდეს უქორწინია. იგი თავის სამეფოზე იყო „დაქორწინებული”, რაც ძალიან ბევრისმეტყველი ფაქტია მისი მრავალფეროვანი ბიოგრაფიიდან. (ავტორი გენია.ჯი) ერთნი ამბობდნენ, რომ XVI საუკუნის ერთ-ერთი ძლევამოსილი ქალის დაუქორწინებლობის მიზეზი მისივე ბავშვობის დროინდელ პერიოდში უნდა ვეძიოთო. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ ელისაბედის მრავალცოლიანი მამა – ჰენრი VIII იყო სწორედ ის ადამიანი, ვინაც ეშაფოტზე აიყვანა და სიკვდილით დასაჯა – ანა ბოლეინი. ანა ბოლეინი – რიგით მეორე ცოლი მეფისა და დედა მომავალი დედოფალი – ელისაბედისა. დედის მაგალითმა იმდენად დიდი ტრამვა მიაყენა ელისაბედს, რომ მას საშინელი ფსიქოლოგიური სიძულვილი აღეძრა ყოველგვარი ქორწინებისადმი. ამბობენ იმასაც, რომ პატარა პრინცესამ ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში განაცხადა – „არასოდეს გავთხოვდებიო”.
მეორენი ამბობენ, რომ „ქალწული დედოფალი” ღიად ეფლირტავებოდა მამაკაცებსო. იმ მამაკაცებს შორის, რომელთაც, სავარაუდოდ, რომანტიკული ურთიერთობები აკავშირებდათ ელისაბედთან, ასახელებენ – სერ უოლტერ რეილისა და კრისტოფერ ჰატონს. სიბერის ჟამს კი, მის სავარაუდო საყვარელს წარმოადგენდა ესექსის ახალგაზრდა გრაფი – რობერტ დერევო.
მესამენი ამბობენ, რომ დედოფალს მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მამაკაცი უყვარდაო. მისი სახელია – რობერტ დადლი (ქვემოთ განთავსებული სურათი). ლესტერის გავლენიანი გრაფი. დედოფალს არ ანაღვლებდა, რას ამბობდნენ მისი რომანტიკული თავგადასავლების შესახებ ხალხში. განსაკუთრებით არ ანაღვლებდა ჭორები რობერტ დადლისა და მისი ურთიერთობის შესახებ. ამბობდნენ იმასაც, ელისაბედმა დადლისაგან შვილებიც კი გააჩინაო.
ზემოთმოყვანილ ვერსიებს შორის ყველაზე სანდო და საინტერესო ვერსიად ასახელებენ ელისაბედის ეპოქის სახელოვანი ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის – ბენ ჯონსონის ვერსიას. ინგლისური დრამის თეორიტიკოსი ირწმუნებოდა, დედოფალ ელისაბედს ერთი დიდი საიდუმლო გააჩნდაო. მისი ცნობით, აღნიშნული საიდუმლო დაკავშირებული გახლდათ „მემბრანასთან. მიზეზთან, რომელმაც მისი დაქორწინება მამაკაცთან ყოვლად შეუძლებელი გახადა” (მემბრანა – გახლავთ თხელი გარსი, რომელიც ფარავს უჯრედის ციტოპლაზმას). ბენ ჯონსონის მტკიცებით, დედოფალ ელისაბედს ანომალიურად სქელი საქალწულე აპკი და უკიდურესად სუსტად განვითარებული ვაგინალური კუნთები ჰქონდა. ეს კი, ნიშნავს იმას, რომ მას არ შეეძლო ნორმალური სქესობრივი თანაცხოვრება დაემყარებინა მამაკაცთან. რასაც თავის მხრივ, ასახელებს კიდეც ელისაბედის დაუქორწინებლობისა და, ზოგადად რომ ვთქვათ, ქორწინების მიმართ მისი განსაკუთრებული სიძულვილის უმთავრეს მიზეზად დიდი ინგლისელი დრამატურგი. დრამატურგი, რომელმაც საკმაოდ დიდი ხანი შეალია „ქალწული დედოფლის” ბიოგრაფიის სათანადოდ კვლევა-შესწავლას. – (ავტორი გენია.ჯი)
ბენ ჯონსონი