კვეზალი – „ეპიზოდი”
მკვლევარების მტკიცებით, ჩრდილოეთ ამერიკის რიგ ქვეყნებში გავრცელებულმა ტროგონისნაირთა ჯგუფის ერთ-ერთმა ულამაზესმა ფრინველმა – კვეზალმა, თავისი სახელწოდება აცტეკი ხალხის სიბრძნისა და გონიერების ღმერთისაგან – კეცალკოატისაგან მიიღო.
საინტერესოა ის გარემოება, რომ ცენტრალური ამერიკის ტენიან ტყეებში მობინადრე კვეზალი იმთავითვე ასოცირდებოდა – „თავისუფლებასთან”. როგორც აღმოჩნდა, ადამიანი ერთადერთი არსება არ არის, ვინაც კარგად იცის თავისუფლების ფასი! ბუნების უმშვენიერესი ქმნილება – კვეზალი, ტყვეობაში აღმოჩენისთანავე კარგავს სიცოცხლისადმი ყოველგვარ ხალისსა და ინტერესს. ტყვედ ჩავარდნილი ფრინველი წყვეტს ჭამას, წყვეტს წყლის დალევას, აღარც გალობს, აღარც ჭიკჭიკებს და შედეგად, საკუთარი თავი მას უცილობელ თვითმკვლელობამდე მიჰყავს. ამიტომაც არის პრაქტიკულად შეუძლებელი ტყვეობაში მყოფი კვეზალის ხილვა ზოოპარკის გალიაში. ერთადერთი ადგილი, სადაც მისი ხილვაა შესაძლებელი „ტყვეობაში”, გახლავთ მექსიკაში 100 ჰექტარზე გადაჭიმული მიგელ ალვარეს დე ტოროს სახელობის ზოოლოგიური პარკი. ველური სამყაროს წარმომადგენელთათვის სავანედ ქცეულ ზოოლოგიურ პარკში მრავლად შეხვდებით ფარშავანგებს, მაიმუნებს, ციყვებს და სხვა უნიკალური სახეობის ცხოველებსა და ფრინველებს, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდი „რეპუტაციით” მაინც თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული – კვეზალი სარგებლობს.
„ჩიტი გალიაში – თავისუფლება გლოვაში”. – ტყუილად ნამდვილად არ უთქვამს თავის დროზე სახელგანთქმულ ფრანგ პოეტსა და კინოდრამატურგს – ჟაკ პრევერის.- (ავტორი გენია.ჯი)