ანა ანტონოვსკაია წერდა…
„ – გული ზღვაა, ენა კი – ნაპირი. როცა ზღვა ღელავს, ნაპირზე გამოყრის სწორედ იმას, რაც ზღვაშია…” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უფრთებოდ არ შეიძლება ფრენა, განსაკუთრებით უფსკრულის თავზე”.
* * *
„იცან თავი შენი, და იცნობ ყოფასაც”.
* * *
„ჯერ შეიტყვე, ვინ არის შენი მსმენელი, თორემ სახედრის ყროყინის ფასი აქვს შენს საუბარს, რომელსაც შემდეგ შენს საზიანოდ გამოიყენებენ”.
* * *
„ყველა საქმეში არის მოგება და წაგება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დაგვიანებულს მუდამ წარუმატებლობა მოელის”.
* * *
„ფიქრთა ღამეს სამკალის დღე მოსდევს”.
* * *
„განა შეიძლება შეიგნო სიმაღლის ზომა, თუ უფსკრულის ძირი არ განიცადე?”
* * *
„სიკვდილს ეზიზღება ისინი, ვინც სიცოცხლეს ებღაუჭება”. – (ავტორი გენია.ჯი)