„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ცვალებადია ამინდი გზაში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საყოველთაო თავისუფლებით თავი არ მოიტყუოთ. იქამდე ჯერ შორია”.
* * *
„ვინც გავას ვერ სწვდება, უნაგირს ურტყამს მათრახს…”
* * *
„საჭიროა სიმართლეს თვალი გავუსწოროთ”.
* * *
„ჭკვიანი მეთაური ისაა, ვინც გონიერ ხელქვეითებს ირჩევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ო, ულმობელო ცხოვრებავ, რა ჭურჭელში ინახავ თანაგრძნობას?”
* * *
„როგორ შეიძლება იგემო გაფურჩქვნის სიტკბოება, თუ არ იგემე გახრწნის სიმწარე? და რას ნიშნავს უსასრულო სილამაზე, თუ დასასრული სიმახინჯე არ იქნება? შესაძლებელია განა უსაზღვრო ბედნიერება, თუ არ იქნა მისი დაკარგვის ზღვრული შიში?”
* * *
„ყოველი ხვალინდელი დღე აღსავსეა მოულოდნელობით”.
* * *
„სიწყნარე საიდუმლო საქმის უერთგულესი ფარია”.
* * *
„ბედისწერა უცვლელად უთვალთვალებს არა მარტო მონებს, არამედ მბრძანებლებსაც იმ მოკლე გზაზე, რასაც სიცოცხლე ჰქვია”. – (ავტორი გენია.ჯი)