მარკ ტვენი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი ველური დასავლეთიდან – მარკ ტვენი, რომელიც იუმორის გასაოცარი გრძნობით იყო დაჯილდოვებული, დაქორწინებული გახლდათ მდიდარი კაპიტალისტის ოჯახიდან გამოსულ ღრმად რელიგიურ ქალზე – ოლივია ლენგდონზე. (ავტორი გენია.ჯი) ქალზე, რომელიც მწერალს მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლის განმავლობაში უყვარდა განუზომლად. წყვილმა ერთმანეთი პირველივე ნახვისთანავე შეიყვარა და მიუხედავად ოლივიას ოჯახის წინააღმდეგობისა, მაინც იქორწინა. მას შემდეგ ოლივია მწერლის შეუცვლელ რედაქტორად იქცა. ქმრის ლიტერატურული მუშაობის შედეგებს პირველი ის ეცნობოდა და სწორედ მისი რჩევებით შეჰქონდა თავის ნაწარმოებებში რიგი ცვილებები დიდ ლიტერატორს. „არავითარ შემთხვევაში არ ვატარებდი წინდებს, თუკი ოლივია მეტყოდა, რომ მათი ტარება ამორალურიაო”. – ასე ღრმად სწამდა და სჯეროდა მარკ ტვენს თავისი მეუღლისა. მეუღლისა, რომელთან ერთადაც სრულ ჰარმონიაში თანაიცხოვრა 25 წლის განმავლობაში. და როდესაც ოლივია უკურნებელი სენით დაავადდა, იმისათვის რომ ავადმყოფი მეუღლისათვის შექმნილი მდგომარეობა გაეუმჯობესებინა და გუნება-განწყობილება გამოეკეთებინა, მარკ ტვენმა სახლის ყველა ოთახსა და ბაღში ჩამოჰკიდა სახუმარო შინაარსის მქონე წარწერები. ასე მაგალითად, იმ ჩანაწერში, რომელიც საყვარელი მეუღლის საძინებლის ფანჯარას ამშვენებდა, ჩიტებისათვის განკუთვნილ სპეციალურ ინსტრუქციას ამოიკითხავდით. კერძოდ, რომელ საათზე უნდა დაეწყოთ მათ გალობა ოლივიას ფანჯარასთან, რომელ საათზე უნდა აეწიათ ხმისთვის და რომელ საათზე უნდა შეეწყვიტათ თავიანთი ღვთიური ჰანგები.
ოლივიას გარდაცვალების შემდეგ მარკ ტვენი ღრმა დეპრესიამ მოიცვა. მიუხედავად ამისა, მას თავისი განუმეორებელი იუმორის გრძნობა მაინც არასდროს არ დაუკარგავს. – (ავტორი გენია.ჯი)
მარკ ტვენი მეუღლესთან ერთად