იანოშ ბოიაი – „ეპიზოდი”
არაევკლიდური გეომეტრიის ერთ-ერთმა პირველაღმომჩენმა გენიალურმა უნგრელმა მათემატიკოსმა – იანოშ ბოიაიმ (1802-1860 წლები), გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე, ერთობ უცნაური სახის მქონე ანდერძი დატოვა. (ავტორი გენია.ჯი) მისი უკანასკნელი თხოვნა და მოწოდება იყო, იანოშის საფლავზე არ აღემართათ არანაირი ძეგლი, არ დაედგათ არანაირი საფლავის ქვა და არ გაეკეთებინათ არავითარი წარწერა. „იმ სამი ვაშლის ხის გასახსენებლად, რომლებმაც უდიდესი წვლილი დაიდეს კაცობრიობის ისტორიაში, ჩემი თხოვნაა, რომ ჩემს საფლავზე დარგოთ სამი ვაშლის ხე: ორმა ვაშლის ხემ – პირველი ქალი – ევა და ტროელი უფლისწული – პარისი უნდა მოაგონოს ადამიანებს, რომლებმაც დედამიწა ჯოჯოხეთად აქციეს, ხოლო მესამე ვაშლის ხემ კი უნდა მოაგონოს – ნიუტონის ვაშლის ხე. ხე, რომელმაც წინა ორი ვაშლის ხისაგან განსხვავებით, უდიდესი კეთილდღეობა მოუტანა კაცთა მოდგმას”.
სამწუხაროდ, იანოშის ანდერძს აღსრულება არ ეწერა. იგი უკიდურეს სიდუხჭირეში აღესრულა და დაკრძალული იქნა საერთო საფლავში სხვა მიცვალებულების გვერდით. – (ავტორი გენია.ჯი)