შავი ზამბახი
სამხრეთ იორდანიაში არსებული ქვიშაქვისა და გრანიტის კლდეებში ამოკვეთილი უადი-რუმის ხეობა ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, სადაც ზამბახისებრთა ოჯახის ყველაზე იშვიათი სახეობის ენდემური მცენარე - შავი ზამბახი გვხვდება ბუნებაში. პირველად იგი აღწერილი იქნა 1933 წელს ინგლისელი ბოტანიკოსის – ჯონ ედუარდ დინსმურის მიერ. (ავტორი გენია.ჯი) „მთვარის ხეობად” წოდებულ უადში (პერიოდული ნაკადების ან მშრალი ხევების სახელწოდება არაბეთსა და ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში) მზარდი მრავალწლოვანი ფესურიანი მცენარის სიმაღლე 20-დან 35 სანტიმეტრამდე მერყეობს. ხარობს ნაკლებად ნაყოფიერ ნიადაგსა და უდაბნოებში. შავ ზამბახს განსაკუთრებულ ხიბლსა და მშვენებას მისი მუქი მეწამული და შავი შეფერილობა სძენს. ყვავილობს მხოლოდ გაზაფხულზე. თითოეული ყვავილის დიამეტრი 12-15 სანტიმეტრია.
სამწუხაროდ, იორდანიის ჰაშიმიდური სამეფოს სიმბოლოდ ქცეული უნიკალური – შავი ზამბახი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ყვავილია. – (ავტორი გენია.ჯი)
უადი-რუმის ხეობა