მიხეილ ლერმონტოვი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი რუსი პოეტის, პროზაიკოსისა და მხატვრის - მიხეილ ლერმონტოვის (1814-1841 წლები) მეგობრები, ლიტერატორის ერთ თვისებაზე ამახვილებდნენ ყოველთვის ყურადღებას. მათი ცნობით, როგორც კი ლიტერატორი მაგიდას მიუჯდებოდა სატრაპეზოდ, ივიწყებდა სუფრასთან მოქცევის ყოველგვარ ეტიკეტს. (ავტორი გენია.ჯი) იგი განურჩევლად ჭამდა ყველაფერს, რაც კი ეწყო მის წინ. მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, კერძი მსოწონდა თუ არა. თანაც ამას ლერმონტოვი, არაჩვეულებრივი სისწრაფით აკეთებდა. ლერმონტოვის ეს თვისება კარგად უწყოდა მიხეილის მორიგმა შეყვარებულმა ქალმა, რუსმა მემუარისტმა – ეკატერინე სუშკოვამ, რომელიც ამისათვის ხშირად დასცინოდა მას. თავის მხრივ, ლიტერატორი იმით იმართლებდა თავს, რომ განსაკუთრებული გემოვნების მქონე ადამიანი იყო.
ერთ დღეს, ეკატერინემ, გახუმრების მიზნით, სპეციალურად ლერმონტოვისათვის – ფუნთუშები გამოაცხო. თუმცა, მათში ჯემისა და შოკოლადის ნაცვლად, ჩვეულებრივი ხის – ნახერხი ჩაუყარა. მიხეილს არაფერი უეჭვიანია ისე შეექცა სუშკოვას მიერ გამომცხვარ უჩვეულო ინგრედიენტით გაჯერებულ ფუნთუშას. ერთს მეორე მიაყოლა და ის იყო, მესამე ბულკიც უნდა მიერთვა, რომ იგი მოულოდნელად, მეგობრებმა შეაჩერეს, რათა ბულკის რეცეპტის საიდუმლოება გაემხილათ. ლერმონტოვი იმდენად გააბრაზა ეკატერინეს საქციელმა, რომ მან გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა არა მხოლოდ სუშკოვასთან, არამედ თავის სამეგობროსთანაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)
ეკატერინე სუშკოვა