ფოიერვერკის ისტორიიდან…
იაპონელების მიერ – „ცეცხლოვან ყვავილებად” წოდებული – ფოიერვერკი – გამოგონებული იქნა ჩვ.წ.აღ-მდე XII საუკუნის ჩინეთში და მისი პირველი დანიშნულება გახლდათ – ბოროტი სულების განდევნა რელიგიური რიტუალის მიმდინარეობისას. სანამ დენთს გამოიგონებდნენ, გონიერმა ჩინელებმა შეამჩნიეს, რომ ცეცხლზე კარგად გამომშრალი და გადახურებული ბამბუკი იწყებდა პატარ-პატარა ხმოვან „აფეთქებებს” (ამბობენ რომ, პირველ ფეიერვერკებს მწვანე ფერის მქონე ბამბუკის ნაჭრები წარმოადგენდნენო). ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვიტელება, იგი შეძლებისდაგვარად გამოეყენებინათ საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ მას, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, რელიგიური რიტუალის დროს იყენებდნენ ბოროტი სულების განსადევნად. შემდგომში ფოიერვერკის ფუნქცია კიდევ უფრო გაიზარდა და, ადრე თუ მხოლოდ ერთადერთი დანიშნულებისთვის მოიხმარდნენ, ახლა უკვე მისი გამოყენება გარეული ცხოველებისა და მოწინააღმდეგეების დასაფრთხობ-დასაშინებლადაც დაიწყეს (ცნობილია ისიც, რომ სამხედრო დანიშნულებისათვის ფეიერვერკის გამოყენება ჩინეთში მისი გამოგონებიდან 300 წლის შემდეგ იქნა დაწყებული). ხანმა კიდევ უფრო დახვეწა ფეიერვერკის გამოყენების მეთოდები. ამას თან დაერთო დენთის გამოგონებაც.
ამჯერად იგი ჩინელებმა ერთმანეთში კომუნიკაციის დასამყარებლად და მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებელ (გამაფრთხილებელ) საშუალებადაც გამოიყენეს. „დაე, ღამე იქცეს დღედო”. – განაცხადა ახალი წლის დამდეგ ღამეს ჩინეთის იმპერატორმა – იუ-სუნმა და მისი ბრძანებით ცაში უამრავი ფეიერვერკი იქნა გაშვებული. შედეგად, ფეიერვერკი ახალი წლის განუყოფელ ნაწილად და უცილობელ საახალწლო ატრიბუტადაც ჩამოყალიბდა დროთა განმავლობაში მსოფლიო მსაშტაბით.
ჩინეთიდან ფეიერვერკმა გავრცელება ჰპოვა ახლო აღმოსავლეთსა და არაბეთში. ცნობილია, რომ მეცამეტე საუკუნის სახელგანთქმულმა არაბმა სწავლულმა – ჰასან-ალ რამაჰმა ჩინურ წყაროებზე დაყრდნობით დააპროექტა პირველი არაბული ფეიერვერკი. ცივილიზაციის განვითარებასთან ერთად, ფეიერვერკმა ევროპულ ქვეყნებშიც დაიწყო დამკვიდრება. პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ასეთი სახის პიროტექნიკა მოხვდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, გახლდათ XIV საუკუნის იტალია. მას შემდეგ იგი ვენეციის უმშვენიერესი კარნავალის უცვლელ ნაწილად განიხილება.
იტალიიდან ფეიერვერკი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. პირველი ფეიერვერკი ინგლისში გაშვებული იქნა 1486 წელს ინგლისის მეფის – ჰენრი VII ტიუდორისა და ელისაბედ იორკელის ქორწინების დღეს. (ავტორი გენია.ჯი) ფეიერვერკების თანხლებით აღნიშნა თავისი დაქორწინება ანა ბოლეინზე ჰენრი მერვემაც. ჰენრი VIII და ანა ბოლეინის საყოველთაოდ ცნობილ ქალიშვილს, „ქალწულ დედოფლად” წოდებულ ელისაბედ პირველს იმდენად უყვარდა ფეიერვერკებზე თვალის დევნება, რომ – „ფეიერვერკმეისტერი”-ს სპეციალური თანამდებობაც კი შემოიღო სამეფო სასახლის კარზე. ჯეიმ II სტიუარტი კიდევ უფრო შორს წავიდა. მან ერთხელ „რაინდის” ტიტული უბოძა ერთ-ერთ იმ ოსტატს, რომელმაც ყველაზე ლამაზი სანახაობა მოუწყო მეფეს ფეიერვერკების გამოყენებით.
ფეიერვერკების მიმართ განსაკუთრებული სიყვარულით ასევე გამოირჩეოდა რუსეთის იმპერატრიცა – ანა იოანეს ასული. ერთ-ერთი მისი დაბადების დაბადების დღე გრანდიოზული ფეიერვერკით იქნა აღნიშნული იმ გრანდიოზული ფეიერვერკით, რომელსაც მთელი 70 დღის განმავლობაში ამზადებდა 2 000 ოსტატი. ცნობისათვის, პეტრე პირველის საიმპერატორო ტახტზე ასვლაც დიდი ფეიერვერკით აღინიშნა. ნიშანდობლივია ისიც, რომ პეტრეს გაიმპერატორება სრული ერთი კვირის განმავლობაში აღინიშნებოდა ფეიერვერკების თანხლებით მოსკოვში.
სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, თანამედროვე პერიოდში, ფეიერვერკის თანხლებით იხსნება და იხურება ისეთი უდიდესი მსოფლიო სპორტული ღონისძიება, როგორც გახლავთ – ოლიმპიადა. – (ავტორი გენია.ჯი)