Cataglyphis bombycina (ვერცხლის ჭიანჭველა)
„ვერცხლის ჭიანჭველად” წოდებული მორბენალი-ჭიანჭველების ერთ-ერთი სახეობა – Cataglyphis bombycina, რომლის გავრცელების არეალია საჰარის ცხელი უდაბნო, ჭიანჭველების სახეობათა შორის ყველაზე სწრაფ ჭიანჭველის სახეობად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) ეგვიპტეში, ალჟირში, ტუნისში, ლიბიასა და მაროკოში მობინადრე ვერცხლის ჭიანჭველები საშუალო ზომისანი არიან და სხვა სახეობის ჭიანჭველების თვისებებისაგან და ვიზუალისგან მხოლოდ იმით გამოირჩევიან, რომ მათ ძალიან დიდი – 855 მილიმეტრი სისწრაფის განვითარება შეუძლიათ წამში. ადამიანი რომ ასეთივე სისწრაფით გადაადგილდებოდეს ფეხით, იგი წამში 200 მეტრ-წამს სიჩქარეს განავითარებდა, რაც თავის მხრივ, ყოვლად წარმოუდგენელი ფაქტია.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვერცხლის ჭიანჭველებმა თავიანთი არაჩვეულებრივი სისწრაფე ევოლუციის პროცესში გამოიმუშავეს, რათა ამ გზით თავი დაეცვათ საჰარის მწველი უდაბნოს გავლენისაგან. ისინი სწორედ იმ დროს იწყებენ საკვების მოგროვების პროცესს, როდესაც ტემპერატურა უდაბნოში +60 გჰრადუს-ცელსიუსს აღწევს. არის მონაცემები იმის შესახებაც, რომ ვერცხლის ჭიანჭველებს ძალუძთ +70 გრადუს-ცელსიუსის სიცხის გადატანაც.
იმ მკვლევარებმა, რომლებმაც ვერცხლის ჭიანჭველაზე ბუნებაში აწარმოეს დაკვირვება, შენიშნავენ რომ, მათ სხვა სახეობის ჭიანჭველებთან შედარებით 18%-ით მოკლე ფეხები აქვთ. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად განვითარებული სიჩქარის დროს იგი ყოველწამიერად დგამს 47 ნაბიჯს, და ეს მაშინ, როდესაც მისი უახლოესი მონათესავე ჭიანჭველა მაქსიმალური სისწრაფის განვითარების შემთხვევაში მხოლოდ 36 ნაბიჯის გადადგმას ასწრებს წამში. – (ავტორი გენია.ჯი)