აიზეკ აზიმოვი – „ეპიზოდი”

საბჭოეთში ქვეყნიერებას მოვლენილი ებრაული წარმომავლობის მქონე სახელოვანი ამერიკელი მწერალი-ფანტასტი, ბიოქმიისა და მეცნიერების ერთ-ერთი პოპულიზატორი – აიზეკ აზიმოვი (1920-1992 წლები), ძალიან ნაყოფიერი ლიტერატორი გახლდათ. „სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მეფედ” წოდებულმა აზიმოვმა, თავისი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში  სულ 500 წიგნი დაწერა, რომელთაგანაც მარტო ავტორის ბიოგრაფია შედგება ორი ტომისაგან. (ავტორი გენია.ჯი) გასათვალისწინებელია, რომ თითოეული ბიოგრაფიული წიგნი მოიცავს – 1 600 გვერდს. აიზეკი ყოველდღიურად, 14 საათის განმავლობაში ეწეოდა ლიტერატურულ საქმიანობას და წუთში 90 სიტყვის დაწერას ასწრებდა, რის გამოც მას მეგობრებმა ხუმრობით – „ადამიანი – საწერი მანქანა” შეარქვეს.

„ორმოცდაათიან წლებში, მაშინ, როდესაც ბავშვები პატარები იყვნენ, ოჯახს პედაგოგიური მოღვაწეობით ვინახავდი. იმ პერიოდში 32 წიგნი დავწერე, სამოციან წლებში – 70, ხოლო სამოცდაათიან წლებში კი – 109. რაც შეეხება უკანასკნელ ათწლეულს, ჩემს მიერ დაწერილი წიგნების რაოდენობამ ორასს გადააჭარბა, და, როგორც იქნა, საბოლოოდ დავკავდი სერიოზულად ლიტერატურული მოღვაწეობით”. – წერდა აზიმოვი.

ერთხელ, ეგზომ ნაყოფიერ და ცნობად მწერალს ერთ-ერთმა ამერიკულმა საგამომცემლო სახლის რედაქტორმა თხოვნით მიმართა, დაეწერა და გამოექვეყნებინა ავტობიოგრაფია. თავმდაბლობით გამორჩეულმა აზიმოვმა გაიკვირვა რედაქტორის შეთავაზება და საპასუხოდ მიუგო: „ – ჯერ მე არაფერი გამიკეთებია ამის საფასურიო”.

მას შემდეგ ერთი წელიწადი გავიდა. ერთხელაც, ზემოაღნიშნული რედაქტორის კაბინეტის კარი აიზეკმა შეაღო. მას ხელში ხელნაწერების სქელი დასტა ეკავა. როგორც გაირკვა, მწერალს მოგვიანებით გაუთვალისწინებია რედაქტორის გონივრული რჩევა და ერთ წელიწადში უზარმაზარი მოცულობის ავტობიოგრაფიაც დაუწერია. „წარმომიდგენია, რას დაწერდით იმ შემთხვევაში, თქვენ რომ რაიმე გქონდეთ გაკეთებულიო”. – მრავლისმეტყველად უთქვამს აზიმოვისათვის ამ დროს რედაქტორს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>