„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„დიახ, აშკარა მტერი ზოგჯერ არაგულწრფელ მეგობარზე უფრო სასურველია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ვინც შედეგებზე არ ფიქრობს, მას ბედიც არ სწყალობს!”
* * *
„განა გონივრულია ბრმა თხუნელებს თვალხილულის მოქმედება მოსთხოვო? ეს იმას ემსგავსება, რომ ბრიყვებს ბრძნული გადაწყვეტილება მოეთხოვოს”.
* * *
„ტურები იმისთვის არსებობენ, რომ იჩხავლონ”.
* * *
„ხშირად გულახდილობა ახლობლებს შორეულებად აქცევს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიახ, ღამე ყოველთვის ხელს უწყობს ბოროტგამზრახველებს”.
* * *
„სიფრთხილე თავდაცვის ღირსეული იარაღია”.
* * *
„იმის გაგრილება, რაც საჭიროა გაცხელდეს, საქმის დაზიანებას ნიშნავს…”
* * *
„ნიავს მსტოვარზე უარესად როდი მიაქვს საიდუმლო სიტყვები მტრის ყურამდე”.
* * *
„არა არს ჭეშმარიტება, გარდა ჭეშმარიტებისა!” – (ავტორი გენია.ჯი)