„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„დრო მეფობს და დრო მტარვალობს. ხან და ხან კიდეც მსაჯულობს ხოლმე”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სამშობლო და მისი სამსახური – ეს მისთანა სიტყვებია, რომლებიც კაცმა ქუდმოხდილი, მოწიწებით უნდა თქვას”.
* * *
„თავის ქება თავის ტეხააო, ნათქვამია”.
* * *
„ღმერთო ჩემო, რამდენ სასაცილოსა და გულსაკლავ მოვლენას წარმოგვიდგენს ჩვენი უკუღმართი ცხოვრება!?”
* * *
„რას არ წარმოთქმევინებს კაცს სიბრიყვე და უმეცრების ამაყობა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის სულიერი საუნჯის გადმოსაცემად, სუყველა იარაღსა და საშვალებათა შორის უპირატესი – სიტყვაა”.
* * *
„მრავალგზის განვლილის გამეორება არცთუ ისე სასარგებლოა”.
* * *
„აღარავის ახსოვს ის დრო, როცა მწვერვალებიდან ხევებამდე გაისმოდა ფრინველთა მხიარული ჭიკჭიკი, ხოლო უღრან ტყეებში – მხეცთა კმაყოფილი ღრენა და გარშემო კი ჟღერდა ცხოვრებაში გამარჯვებული ადამიანის ხმა…”
* * *
„მოუსაზრებლობა დიდი მანკია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დღეს ერთგულებას ერთგული თითქმის
არავინ შერჩა ნასინდისარი!
ტყორცნა ვასწავლე მეგობრებს მშვილდის,
ბოლოს მე მომხვდა მათი ისარი…”