დედამიწის მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემები – „ეპიზოდი”
2016 წლის მონაცემების თანახმად, სულ დედამიწაზე – 7 მილიარდ 398 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა (ზუსტი ციფრია – 7 397 835 935), რომელთაგანაც – 3 731 526 073 მამაკაცი იყო, ხოლო – 3 666 309 862 დედაკაცი. შესაბამისად, მამაკაცთა პროცენტული მაჩვენებელი შეადგენდა – 50,4 პროცენტს კაცობრიობისა, ხოლო დედაკაცთა კი – 49,6 პროცენტს.
იმავე წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ყოველდღიურად საშუალოდ – 158 687 ადამიანი ეთხოვება წუთისოფელს (საათში – 6 612 კაცი), ქვეყნიერებას კი საბედნიეროდ, ყოველდღიურად ევლინება გაცილებით მეტი, საშუალოდ – 401 301 ადამიანი (ესე იგი, საათში – 16 721). მათემატიკურად რომ დავიანგარიშოთ, გამოდის, რომ კაცობრიობა ყოველწლიურად, საშუალოდ, – 240 000 ადამიანით მრავლდება. (ავტორი გენია.ჯი) გამრავლების ტემპი კი, კვლავაც სწრაფად და აქტიურად მიმდინარეობს.
2016 წელსვე ჩატარებული სტატისტიკოსთა კვლევებით დადგენილი იქნა, რომ დედამიწაზე ყველაზე მეტი ადამიანი იმ პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ცხოვრობდა - 1 395 602 389 მოსახლე. ამ მხრივ, მეორე ადგილს არავის უთმობს ინდოეთი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა – 1 359 204 088 ადამიანია; მესამე პოზიცია ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავია, რომელშიაც - 330 936 453 ადამიანი ცხოვრობს; მეოთხეზე ყველაზე დიდი მუსულმანური ქვეყანა – ინდონეზიაა – 270 122 854 მოსახლით, ხოლო ლიდერთა ხუთეულს ასრულებს მსოფლიო ფეხბურთის „მეფედ” წოდებული პელეს სამშობლო – ბრაზილია – 215 038 337 მცხოვრებით.
იმისათვის, რომ კაცთა მოდგმის რაოდენობას მილიარდამდე მიეღწია, 200 000 წელი დასჭირდა. ისტორიაში პირველად, მილიარდ ადამიანს კაცობრიობამ 1804 წელს გადააჭარბა. 2 მილიარდს მან 1927 წელს მიაღწია; 3 მილიარდი გახდა 1960 წელს; 1974 წელს გადააჭარბა 4 მილიარდს; 5 მილიარდს უწია 1987 წელს; 6 მილიარდი გახდა 1999 წელს, ხოლო 7 მილიარდს კი დედამიწის მოსახლეობის რაოდენობამ პირველად 2011 წლის 31 ოქტომბერს გადააჭარბა.
თუ კვლავაც ასევე შენარჩუნდა კაცობრიობის გამრავლების სწრაფი დინამიკა, დედამიწის მოსახლეობა – 8 მილიარდ ადამიანს 2024 წლისათვის მიაღწევს. 2042 წელს კი კაცთა მოდგმა, სავარაუდოდ, სულაც 8 მილიარდიან ზღურბლს გადააბიჯებს. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ყველაზე ადრეული აღწერა მსოფლიო მოსახლეობისა ისტორიაში, დაფიქსირებული იქნა XVII საუკუნეში. 1682 წელს ოლივერ კრომველის ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა და სახელოვანმა ინგლისელმა ეკონომისტმა – სერ უილიამ პეტიმ, პირველმა ჩაატარა დედამიწის მოსახლეობის სტატისტიკური კვლევა და დაადგინა, რომ იმ პერიოდში დედამიწის მოსახლეობა სულ რაღაც – 320 მილიონ ადამიანს შეადგენდა.
P.P.S. აქვე გაუწყებთ, რომ 2020 წლისათვის ბრაზილიას მოსახლეობის რაოდენობით გადაუსწრო პაკისტანმა
სერ უილიამ პეტი