იცით თუ არა, რომ?!
1. ბოლო ევროპული ქვეყანა, რომელშიაც ქრისტიანობა იქნა გავრცელებული 1386 წელს, – ლიეტუაა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ერთადერთი ალბანელი ისტორიაში, რომელსაც ნობელის პრემიით დაჯილდოვების პატივი ხვდა წილად – დედა ტერეზაა. ეს პრესტიჟული ჯილდო მას მშვიდობის დარგში გადაეცა 1979 წელს. (სხვათაშორის, ალბანეთი ის იშვიათი ქვეყანაცაა, რომლის არც ერთ წარმომადგენელს არასოდეს არ მოუპოვებია არც ერთი სინჯის ოლიმპიური მედალი.
* * *
3. ამერიკელმა ასტრონავტებმა დაადგინეს, რომ მთვარის მტვერს – დენთის სუნი ასდის.
* * *
4. „დუჩედ” წოდებული იტალიური ფაშიზმის ფუძემდებელი დიქტატორი – ბენიტო მუსოლინი, შესანიშნავად ფლობდა ვიოლინოზე დაკვრის ხელოვნებას. ამ უმშვენიერესი მუსიკალური ჟღერადობის მქონე ინსტრუმენტზე იგი 5 წლის ასაკიდან უკრავდა.
* * *
5. დაფცხიკების დროს ჰაერის ნაკადის სიჩქარე 50 კილომეტრს აღწევს საათში. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ერთადერთი ცხოველი ძუძუმწოვრა ცხოველთა შორის, რომელსაც თავზე დადგომა შეუძლია – სპილოა.
* * *
7. მეცნიერთა მტკიცებით, მთვარე 4 სანტიმეტრით შორდება დედამიწას ყოველწლიურად.
* * *
8. მედიკოსებისათვის ოპერაციის ჩატარების წინ ხელების დაბანა 1846 წლამდე სავალდებულო არ იყო.
* * *
9. სახელოვანმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა – მერი შელი, თავისი ყველაზე ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოები – „ფრანკენშტაინი”, სულ რაღაც 18 წლის ასაკში დაწერა.
* * *
10. გენიალურ ფრანგ მხატვარს – ედგარ დეგას, საშინლად სძულდა ყვავილები. – (ავტორი გენია.ჯი)