ბჰუპინდერ სინგჰი – „ეპიზოდი”
პატიალას თვითმართველ სამთავროს, რომელიც 1763 წელს იქნა დაარსებული თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე, 1900-1938 წლებში ხელმძღვანელობდა ერთობ უცნაური თვისებების მქონე მაჰარაჯა – ბჰუპინდერ სინგჰი. (ავტორი გენია.ჯი) მაჰარაჯა, რომელიც 10 ცოლისა და 88 შვილის პატრონი იყო, გატაცებული გახლდათ ავიაციით. სწორედ ის იყო პირველი ადამიანი ინდოეთში, ვინაც პირადი თვითმფრინავის მფლობელი გახდა 1910 წელს. თავის მხრივ, აღნიშნული თვითმფრინავი მაჰარაჯამ ინდოეთის კოლონიზატორი ქვეყნიდან – დიდი ბრიტანეთისაგან შეიძინა.
ბჰუპინდერს სპორტული გატაცებებც გააჩნდა. იგი ფანატიკურად იყო შეყვარებული სპორტის ისეთ სახეობებზე, როგორებიც არის – კრიკეტი და პოლო. თუმცა, სინგჰის ყველაზე დიდ გატაცებად მაინც სახელგანთქმული ფრანგული საიუველირო კომპანიის – „Cartier”-ის მიერ დამზადებული ძვირადღირებული სამკაულები მიიჩნეოდა. მან აღნიშნული კომპანიისაგან სპეციალურად შეისყიდა მასიური ალმასისაგან დამზადებული ძვირფასი ყელსაბამი. ამაში გასაკვირი ალბათ არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოება. პატიალას მმართველი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, წელიწადში ერთხელ უცილებლად გამოდიოდა თავისი ქვეშევრდომი ხალხის წინაშე – დედიშობილა. ერთადერთი რაც ამ დროს მის შიშველ სხეულს ამკობდა, სწორედ რომ მასიური ალმასისაგან დამზადებული ძვირფასი ყელსაბამი იყო და სხვა არაფერი. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ შიშველი მაჰარაჯას ხილვას ქვეშევრდომები გაღიზიანებით კი არა, დიდი აღტაცებით ხვდებოდნენ. აკი პატიალას სამთავროს მაჰარაჯა ხალხში მიჩნეული იმ მაგიური ძალის ერთადერთ მფლობელად, რომელსაც თავისი ქვეყნისა და ხალხის გადარჩენა ძალუძდა საფრთხის შემთხვევაში. – (ავტორი გენია.ჯი)