ხუანა I შეშლილი – „ეპიზოდი”
კასტილიისა და ლეონის „შეშლილად” წოდებული დედოფალი – ხუანა I ტრასტამარა (1479-1555 წლები), რომელმაც თავისი საყვარელი მეუღლის ცხედარი თითქმის მთელ ესპანეთში შემოატარა, ეჭვიანობის პათოლოგიური სენით იყო დაავადებული. (ავტორი გენია.ჯი) იმას ნამდვილად ვერ ვიტყვით, ხუანას მეუღლე, ბურგუნდიის ჰერცოგი – ფილიპე I ლამაზი ქალების მიმართ გულგრილობით გამოირჩეოდა და ეჭვის საბაბს არ იძლეოდა-თქო, თუმცა დედოფლის ეჭვიანობა მაინც „ზე-ეჭვიანობის” უტოპიურ ფორმას წარმოადგენდა. ასე მაგალითად, იმისათვის, რომ ქალთმოყვარე ფილიპეს ხუანას პირად დაქვემდებარებაში მყოფი ფრეილინების მიმართ თავისი „ყურადღება” არ გამოეჩინა, დედოფალი ამ საქმისათვის სპეციალურად არჩევდა ან საშინელი გარეგნობით გამოირჩეულ ახალგაზრდა გოგონებს, ან კიდევ – მოხუც ქალბატონებს. ეჭვიანობის საშინელი სენისგან, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, დედოფალი არც მაშინ განკურნებულა, როცა მისი საყვარელი მეუღლე სიკვდილმა იმიერში წარიტაცა. უილიამ შექსპირის მიერ „მწვანე ურჩხულად” წოდებული ეჭვიანობის გამო, ხუანამ კატეგორიულად აუკრძალა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს (მათ შორის თვით მოლოზნებსაც კი) ახლო მანძილზე მიახლოვებოდნენ ახლადგარდაცვლილი ფილიპე I-ის კუბოს. გავრცელებული ცნობების თანახმად, დედოფლის ბრძანებით, რამდენჯერმე გაუხსნიათ ფილიპეს კუბო, რა დროსაც მას საყვარელი მეუღლის ნელსაცხებლებით გაჯერებული და დაბალზამებული ცეხადრისათვის ფეხები დაუკოცნია. – (ავტორი გენია.ჯი)
ფილიპე I ლამაზი და ხუანა I შეშლილი