მისალმების ადრეული პრაქტიკა – „ეპიზოდი”

ძველი ბერძნები – შეხვედრისას და დამშვიდობებისას ერთმანეთს მიმართვადნენ სიტყვით – „ჰაირე!”, რაც თარგმანით – „გაიხარე”-ს აღნიშნავს; ანტიკურ ხანაში მაცხოვრებელი რომაელები მოსვლისას ამბობდნენ – „Ave!”-ს, ანუ – „გამარჯობა შენი!”, ხოლო დამშვიდობებისას კი წარმოთქვამდნენ სიტყვას – „Vle” ანუ – „ჯანმრთელად იყავი!” უძველეს ჩინეთში, როდესაც ორი ცხენზე ამხედრებული ადამიანი შეხვდებოდა ერთმანეთს, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე მხედარი ვალდებული იყო ცხენიდან ჩამომხტარიყო და ფეხზე მდგომს დაეთმო გზა მასზე მაღალი სოციალური სტატუსის მქონე მხედრისათვის; ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, „ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში, დაბალი რანგის ადამიანი მასზედ მაღალი რანგის ადამიანთან შეხვედრის ჟამს ფეხზე იძრობდა სანდლებს და გვერდს შემხვედრს შემდეგი სიტყვის თანხლებით უვლიდა – „აუ აუ”, რაც აღნიშნავს – „არ მისურვო, მე ცუდი!” აბისინიელები (თანამედროვე ეთიოპელები) ძლიერთა ამა ქვეყნისათა წინაშე შეხვედრის დროს მუხლებზე ეცემოდნენ და მისდამი პატივისცემის ნიშნად, მიწას ჰკოცნიდნენ; მისალმებისას თავიდან ქუდის მოხდის პრაქტიკამ სათავე XVI-XVII საუკუნეებში აიღო; ძველი არაბების მისალმების ფორმა – „სალემ ალეიქუა!”, რაც აღნიშნავს – „მშვიდობა შენდა!” ინდუსები და ბენგალიელები მისალმებისას თავს დაბლა ხრიდნენ და ერთმანეთისადმი პატივისცემის ნიშნად შუბლს ხელზე ადებდნენ. რიგი აფრიკული ტომის მამაკაცები მანდილოსნებთან შეხვედრისას მათ ხელს ორჯერ ყნოსავდნენ; ოკეანიის კუნძულებზე მობინადრე ხალხი კი, ერთმანეთთან შეხვედრას ცხვირების ერთმანეთზე მიდებით აღნიშნავენ დღემდე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>