ასე „იძია შური” ამედეო მოდილიანმა…
რომანტიკული იდეოლოგიისა და ტრაგიკული ბედის მქონე გენიალურ იტალიელ მხატვარსა და მოქანდაკეს – ამედეო კლემენტ მოდილიანს (1884-1920 წლები) ახლო მეგობრობა აკავშირებდა ბელორუსიაში დაბადებულ ებრაული წარმომავლობის მქონე ცნობილ ფრანგ მხატვართან – ჰაიმ სუტინთან. (ავტორი გენია.ჯი) პარიზში მოღვაწეობის ჟამს, სახელოვანმა მოდილიანმა ბელორუსიიდან პარიზში ახლად ჩასული (1913 წელს) ჰაიმი თავისი მეორე მეგობრის, ცნობილი პარიზელი არტ-დილერის – ლეოპოლდ ზბოროვსკის სახლში დააბინავა. პარიზელი არტ-დილერისათვის ეს ერთობ მომგებიანი აღმოჩნდა: მანამდე თუ იგი მხოლოდ მოდილიანის ტილოებს ჰყიდდა დროდადრო, ახლა უკვე ორივე მათგანის ტილოების გაყიდვა დაიწყო, რამაც მისი შემოსავლები ერთიორად გაზარდა. შედეგად, ზბოროვსკი ძალიან კმაყოფილი იყო იმ გარემოებით, რომ მასთან სუტინი ცხოვრობდა. თუმცა ქმრისაგან განსხვავებით, სტუმარი ხელოვანის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებასა და სიძულვილს არ მალავდა არტ-დილერის კაპასი და არასტუმართმოყვარე მეუღლე. ერთ დღესაც, მაშინ, როდესაც ლეოპოლდი სახლში არ იმყოფებოდა, ქალმა სრულიად უმიზეზოდ მოუწყო ისტერია ჰაიმს და იგი სახლიდან გააგდო. შემდგარმა ფაქტმა ამადეო ძალიან გაანაწყენა. ამიტომაც გადაწყვიტა მან, ერთგვარი „შური ეძია” ლეოპოლდის არასტუმართმოყვარე მეუღლეზე. „შურისძიება” კი მოდილიანს მართლაც რომ ორიგინალური გამოუვიდა: ერთ მთვარიან ღამეს, როდესაც ზბოროვსკების ოჯახი ღრმა ძილს იყო მიცემული, ამრდეო მათ სახლთან მიიპარა და იმ შესასვლელ კარზე, საიდანაც ჰაიმი მისმა მოძულე მასპინძელმა გამოაძევა, სწორედ რომ მისი საძულველი სტუმრის – სუტინის დიდი პორტრეტი გამოსახა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჰაიმ სუტინი