დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

„მრისხანების ჟამს დაუფიქრებელი სიტყვა რომ არ წარმოთქვათ, ათამდე დაითვალეთ და შემდეგ ილაპარაკეთ. თუკი ეს ძალიან ცოტა ციფრია, მაშინ ასჯერ მეტი დაითვალეთო”. – ასე გვმოძღვრავდა თავის დროზე ამერიკის რიგით მესამე პრეზიდენტი – ტომას ჯეფერსონი. იმისათვის, რომ რომის იმპერატორს – იულიუს კეისარს თავისი რისხვა დაეცხრო და დაუფიქრებელად არ ელაპარაკა, ერთი მეთოდი ჰქონდა შემუშავებული. დაასახელეთ, რა მეთოდს მიმართავდა იულიუსი განრისხების დასაცხრომად და სწორად სამსჯელოდ?! – (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * * *

პასუხი: რიგითობით იწყებდა ლათინურ ანბანში შემავალი სიტყვების წარმოთქმას.

კომენტარის დატოვება