ბჰუტანის სამეფო – „ეპიზოდი”
აზიის სამხრეთში განთავსებული „დრაკონის ქვეყნად” წოდებული – ბჰუტანის სამეფო, სადაც სამედიცინო მომსახურება და სწავლა-განათლების მიღება უფასოა, იმთავითვე კონსერვატიული მსოფლმხედველობით გამორჩეული სახელმწიფო გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყანაში, რომელშიაც ტრადიციული ტანისამოსის ტარება საკანონმდებლო აქტით არის გამყარებული, და სადაც ბუდიზმის გარდა ყველა სხვა რელიგია კანონისვე ძალით არის აკრძალული, მოქალაქეებს უცხოელებზე დაქორწინება ეკრძალებათ. სამუდამო პატიმრობა ემუქრება იმათ, ვინაც ხელყოფს ბჰუტანის სამეფოში წმინდა ფრინველად შერაცხილი – წეროს სიცოცხლეს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე არ არსებობს არც ერთი შუქნიშანი. მათ შორის, არც ბჰუტანის დედაქალაქ – თიმფუში. გარდა ამისა, იქ ვერ შეხვდებით ვერც ერთ უსახლკარო ადამიანს, რადგან ყველას გააჩნია თავისი საცხოვრებელი ბინა.
ბჰუტანის სამეფო ერთ-ერთი უკანასკნელი სახელმწიფოა დედამიწაზე, სადაც ტელევიზიისა და ინტერნეტის გამოყენება დაიწყო მოსახლეობამ. 1999 წლამდე ქვეყანაში ორივე მათგანი აკრძალული იყო ორივე. ტელევიზიისა და ინტერნეტის მსგავსად, რადიომაუწყებლობამაც საკმაოდ გვიან – 1973 წელს დაიწყო ბჰუტანში ფუნქციონირება. – (ავტორი გენია.ჯი)