ჰელიოგაბალუსი – „ეპიზოდი”

ნერონის, კალიგულას, კარაკალასა და კომოდუსისაგან განსხვავებით, რომის ოდიოზური თვისებებით სახელგანთქმული იმპერატორის – ჰელიოგაბალუსის (203-222 წლები) სახელი, არც თუ ისე ცნობადია ფართო პუბლიკისათვის. თუმცა-კი, ეს ამორალური თვისებების მქონე, სასტიკი და პათოლოგიურად ჰიპერაქტიული რომაელი მბრძანებელი, თუ არ აჭარბებდა, არაფრით ჩამოუვარდებოდა მის წინამორბედ რომის იმპერატორებს თავისი საშინელი საქციელებით. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არა და, 14 წლის ასაკში საიმპერატორო ტახტზე ასული ყმაწვილის, „გახუმრებებიც” კი, მეტად უგვანი და ამაზრზენი სახის მქონენი იყვნენ. ასე მაგალითად: ჰელიოგაბალუსის ბრძანებით, ადამიანებს კეტავდნენ ისეთ სივრცეში, სადაც ლომებისა და ვეფხვების მთელი „არმია” იყო თავმოყრილი. ამ დროს კი, იმ უბედურებმა რა იცოდნენ, მტაცებლები რომ შესანიშნავად გაწვრთნილები და კარგად დანაყრებულები იყვნენ. ასეთ უსასტიკეს „ხუმრობას” ბევრი მათგანი ვერ უძლებდა, რის გამოც ხშირი იყო უკიდურესი შიშისაგან გამოწვეული ინფარქტების შემთხვევები. ბევრი მათგანი ჭკუაზეც იშლებოდა. და სწორედ ეს იყო მიზანი ამ არანორმალური გართობისა. ახალგაზრდა იმპერატორი ყოველივე ამას თვალს ზემოდან ადევნებდა და დიდადაც ტკბებოდა ამაზრზენი სანახაობით. – (ავტორი გენია.ჯი)

ჰელიოგაბალუსის ტრიუმფალური სვლა რომში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>