ჯვარცმა – (სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი უძველესი მეთოდი)
სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი უძველესი მეთოდი – ჯვარცმა, ჯერ კიდევ ბაბილონის ზეობის ეპოქიდან არის ცნობილი კაცთა მოდგმისთვის. სასჯელის ეს უმკაცრესი ზომა ფართოდ იყო გავრცელებული კართაგენში, ძველ საბერძნეთსა და პალესტინაში. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მან ყველაზე მეტად მაინც რომის იმპერიაში დაიმკვიდრა ადგილი. ჯვარცმით ძველ რომში სჯიდნენ – ამბოხებაში, ღალატსა და ძარცვაში მსჯავრდებულ ადამიანებს. გარდა ამისა, აღნიშნული მეთოდის გამოყენებით ისჯებოდნენ სამხედრო ტყვეები და ის მონები, რომლებმაც გაქცევა სცადეს თავიანთი ბატონებისგან. ცნობილია, რომ მარტო სპარტაკის აჯანყების დამარცხების შემდეგ, 6 000 აჯანყებული მონა აცვეს რომაელებმა ჯვარს.
უფალი ჩვენი იესო ქრისტეს მსგავსად, თავის დროზე ჯვარს აცვეს ისეთი წმინდანებიც, როგორებიც იყვნენ – პეტრე მოციქული, ანდრია პირველწოდებული, იულია კორსიკელი, თეოდორე ტირონი, ფილიპე მოციქული და სხვანი.
მას შემდეგ, რაც ჯვარცმა სიკვდილით დასჯის ერთ-ერთ ფორმად იქნა შემოღებული, ასწლეულები გავიდა. და აი, დადგა XXI საუკუნე… ჯვარცმა კი, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ისევ გრძელდება (პირდაპირი გაგებით). ასე მაგალითად: ირანის ისლამურ რესპუბლიკაში კვლავაც მოქმედებაშია სისხლის სამართლის 195 მუხლი, რომლის თანახმადაც, სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენისათვის შესაძლოა ადამიანი დაისაჯოს ჯვარცმით. რამდენად აქტიურად იყენებს ირანის ხელისუფლება სიკვდილით დასჯის ამ ამაზრზენ მეთოდს, ჩვენთვის უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ჯვარცმული დამნაშავე ჯვარცმიდან სამი დღის განმავლობაში შეინარჩუნებს სიცოცხლეს, მას უფლება ენიჭება – იცოცხლოს…
ჯვარცმა, როგორც სიკვდილის დასჯის ერთ-ერთი ფორმა, დღემდე აქტიურად გამოიყენება ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში არსებულ – სუდანის რესპუბლიკაში. სუდანში, სადაც შარიათის კანონია გამეფებული, ჯვარცმით სჯიან მკრეხელობისათვის, შეიარაღებული თავდასხმისათვისა და ეთნიკური შუღლის (კონფლიქტის) გაღვივებისათვის. საყოველთაოდ ცნობილი საერთაშორისო ორგანიზაციის – Amnesty international-ის მონაცემების თანახმად ვგებულობთ, რომ მარტო 2002 წელს სუდანში 88 ადამიანი დასაჯეს ჯვარზე გაკვრით.
სიკვდილით დასჯის ანალოგიური ფორმით – ირანისა და სუდანის მსგავსად, ასევე „თავს იწონებს” საუდის არაბეთიც. – (ავტორი გენია.ჯი)