„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„მოწიფულობა მიკარნახებს შუბი აუცდენლად ვისროლო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გახსოვდეთ: დედამიწაზე მხოლოდ ერთი სამართალია – ძლიერის სამართალი”.

* * *

„ნუ იჩქარი ისეთი ნაყოფის მოწყვეტას, რომელიც ჯეროვნად არ დამწიფებულა…”

* * *

„თუ ორმა გზამ სიბრძნის წყაროსთან არ მიგიყვანოს, მესამე გზით უნდა წახვიდე!”

* * *

„ცეცხლსა და სისხლში დუღს და იხარშება ყოველგვარი სიძულვილი, სიმკაცრე და ულმობლობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„განა შესაძლებელია, როცა ქვეყნის ბედი წყდება, ერთი კაცის ბედი გაფიქრებდეს?”

* * *

„ვინც მაღლა დგას, უფრო ხედავს, ხოლო ვინც უფრო ხედავს, მას მაღლა დგომაც შეეფერება”.

* * *

„ყოველ კაცს ბედისწერა შუბლზე აწერია”.

* * *

„ათი მცნება ადამიანის ზნეობრივი ძალაა”.

* * *

„გახსოვდეთ: ყველაზე კეთილშობილი მეცნიერება, სამშობლოსადმი სიყვარულია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება