ცისი – „ეპიზოდი”
განუზომელი ძალაუფლების მანიაკალურად მოყვარულმა ჩინეთის დაუნდობელმა იმპერატორმა ქალმა – ცისიმ (1835-1908 წლები), თავისი უკიდეგანო სისასტიკით, მსოფლიოში ცნობილი მრავალი მამაკაცი დიქტატორიც კი დაჩრდილა. ამ ოდესღაც ნახარჭალმა ქალმა, რომელიც შემდგომში იმპერატორ სიენფენის ერთ-ერთ ცოლად იქცა, თავისი კარიერა „ორქიდეას” სახელით დაიწყო, თუმცა-კი დაასრულა როგორც – „დრაკონმა”. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ ხელისუფლების პათოლოგიურად მოყვარულ ქალს ძალაუფლება ხელიდან არ გამოსცლოდა, ისეთ უსაძაგლეს ქმედებებზე მიდიოდა, რასაც უახლოესი სანათესაოს წარმომადგენელთა ამოჟლეტა ჰქვია. მაგრამ აქ გასაკვირი არაფერი იქნებოდა, თუ გავითვალისწინებდით იმას, რომ მიზანთროპმა იმპერატორმა ქალმა ხელისუფლების დაკარგვის სავარაუდო შიშით, თვით საკუთარი 17 წლის ვაჟი – ტუნ ჩინიც კი გამოსალმებინა მკვლელებს სიცოცხლეს. მოკლულ ტუნ ჩინის დარჩა ფეხმძიმე მეუღლე. შესაბამისად, სისხლისმსმელ ცისის ისიც როგორმე უნდა მოეშორებინა თავიდან და აკი მოიშორა კიდეც: იპერატორი ქალის გასაიდუმლოებული ბრძანებით, საჭურისებმა სასტიკად სცემეს ცისის ორსული რძალი. ქალს რაღა თქმა უნდა, მუცელში გამიზნულმა ცემამ მუცელი მოეშალა. სასოწარკვეთილმა ქალმა სასტიკი ცემიდან სამიოდე თვის გასვლის შემდგომ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, ძალაუფლებისადმი პათოლოგიურმა სწრაფვამ მას მოაკვლევინა არა მხოლოდ საკუთარი ვაჟი, არამედ ჯერ კიდევ დაუბადებელი შვილიშვილიც კი. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობილია ისიც, რომ წამების ახალ-ახალ მეთოდებს ეს უსაზიზღრესი ქალი თავად იგონებდა. უყვარდა სიკვდილით დასჯის უსაშინლეს პროცესებზე დასწრება. საიმპერატორო ბაღში სეირნობისას თუ შეამჩნევდა, რომ ბილიკზე ხიდან ჩამოვარდნილი თუნდაც ერთი ფოთოლი ეგდო, სიკვდილით სჯიდა ყველა მებაღეს. – (ავტორი გენია.ჯი)